სსიპ - კოლეჯი "ქართლი"
ელექტროობა
სფერო:
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
SA-0555
დონე:
3
განხორციელების ფორმა:
იმიტირებული
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
15 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საბაზო
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
შიდა ქართლი, დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
გამოცხადებულია მიღება
მისაღები სტუნდენტების რაოდენობა: 15
მისაღები სსსმ სტუნდენტების რაოდენობა: 2
დაფინანსების ტიპი: საბიუჯეტო
ძირითადი შერჩევის მეთოდი: მოტივაციური გასაუბრება
რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა: 0
რეგისტრირებული სსსმ აპლიკანტების რაოდენობა: 0
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 3 ზოგად მოდულს ჯამური 7 კრედიტის მოცულობით და 9 პროფესიულ მოდულს ჯამური 59 კრედიტის მოცულობით. ელექტროობაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭიროა ჯამურად 66 კრედიტის დაგროვება.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვა
2. აღწეროს ელექტრული წრედების ელემენტები და საზომი ხელსაწყოები
3. უზრუნველყოს ელექტროობის სისტემის ნახაზის შესრულება CAD-ის გამოყენებით
4. აღწეროს ელექტრული მანქანები
5. აღწეროს ელექტრული ტექნოლოგია
6. უზრუნველყოს მუდმივი და ცვლადი დენების ანგარიში და წრედებში დანაკარგები
7. გამოიყენოს მათემატიკა ელექტროობაში
8. განახორციელოს ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
9. უზრუნველყოს პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა
სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება:
1. კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.
2. სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია სწავლის შედეგების დადასტურება/შეფასების გზით.
3. არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
4. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება.
პროგრამის ხანგრძლივობაა 45 სასწავლო კვირა (13 თვე).
ელექტროკოსი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტროდანადგარების მომსახურედ: მემონტაჟე ელექტრიკოსად, შენობის ელექტრიკოსად, გამანაწილებელი ქსელის ელექტრიკოსად, ელექტრო-მექანიკოსად, ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების ელექტრიკოსად, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სადგურების ელექტრიკოსად.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა