სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი
სპორტის ინსტრუქტორი
სფერო:
10 - მომსახურებები
პროგრამის კოდი:
SA-0016
დონე:
5
განხორციელების ფორმა:
კოოპერაციული
პროგრამის ხანგრძლივობა:
18 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
23 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საშუალო
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
18
განხორციელების ადგილი:
იმერეთი, გაპონოვის №11
გამოცხადებულია მიღება
მისაღები სტუნდენტების რაოდენობა: 16
მისაღები სსსმ სტუნდენტების რაოდენობა: 1
დაფინანსების ტიპი: საბიუჯეტო
ძირითადი შერჩევის მეთოდი: შემოქმედებითი ტური
რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა: 32
რეგისტრირებული სსსმ აპლიკანტების რაოდენობა: 1
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
სპორტის ინსტრუქტორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრი, რომელსაც ექნება სპორტული ინსტუქტორისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, მათ შორის სპორტის სახეობების ძირითადი პრინციპების, წესების, უსაფრთხოების პროცედურებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. პროგრამის დასრულების შემდეგ სპორტის ინსტრუქტორი შეძლებს უსაფრთხო სავარჯიშო გარემოში საწვრთნო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და საშეჯიბრო პროცესების დაგეგმვა-წარმართვას.
სპორტის ინსტრუქტორი შესაძლოა დასაქმდეს:
ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ კლუბებში;
სპორტულ ფედერაციებში;
ადგილობრივ, სამხარეო და სპორტის ორგანიზაციებში;
სასტუმროებსა და დასასვენებელ კომპლექსებში;
სხვადასხვა ასაკის საკლუბო თუ ნაკრებ გუნდებში;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლად (კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი მოთხოვების დაკმაყოფილების შემდეგ, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სამოყვარულო, მასობრივ და დაწყებით შემსწავლელ ჯგუფებში.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა