VET

სსიპ - კოლეჯი „სპექტრი“

ელექტროობა

სფერო:
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
07-0336
დონე:
4
განხორციელების ფორმა:
იმიტირებული
პროგრამის ხანგრძლივობა:
16 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
21 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საბაზო
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის №10
გამოცხადებულია მიღება
მისაღები სტუნდენტების რაოდენობა: 15
მისაღები სსსმ სტუნდენტების რაოდენობა: 2
დაფინანსების ტიპი: საბიუჯეტო
რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა: 0
რეგისტრირებული სსსმ აპლიკანტების რაოდენობა: 0
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
ელექტროობის პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, მოცულობაა 101 კრედიტი. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების სწავლის შედეგები, დიპლომი უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და მფლობელს ანიჭებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას. ელექტროობის საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ფლობს ან ოპერირებას უწევს ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მას შეუძლია აწარმოოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ექსპლოატაცია წარმოების ადგილიდან გამანაწილებელ სისტემამდე, აწარმოოს იმ გამანაწილებელი (ელექტრული ხაზების, ბოძების, მრიცხველების და კაბელებისაგან შემდგარი) სისტემების ექსპლოატაცია, რომლებიც აწვდიან წარმოების ადგილიდან ან გადაცემის სისტემიდან მიღებულ ელექტროენერგიას საბოლოო მომხმარებელს. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: მონტიორი; მონტიორის თანაშემწე და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების სპეციალისტი. კურსდამთავრებულს შეუძლია • ჩაატაროს გაზომვითი სამუშაოები სხვადასხვა ტიპის ელექტროტექნიკურ მასალებზე; • გაზომოს ელექტრული ფუნქციების მახასიათებელი სიდიდეები; • შეასრულოს საზეინკლო სამუშაოები ნახაზის მიხედვით; • განახორციელოს მაღალი ძაბვის ეგხ-ის მშენებლობა და გაუწიოს მას მომსახურება; • დაამონტაჟოს ქვესადგურები და გაუწიოს მათ მომსახურება; • მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით; • წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით; • დააპროექტოს პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების სქემები და დაამონტაჟოს პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების აპარატურა; • გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულს.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10