VET
  1. მთავარი
  2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
  3. გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება

სსიპ - კოლეჯი „სპექტრი“

გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურება

სფერო:
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
SA-0205
დონე:
4
განხორციელების ფორმა:
იმიტირებული
პროგრამის ხანგრძლივობა:
15 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
20 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საბაზო
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის №10
გამოცხადებულია მიღება
მისაღები სტუნდენტების რაოდენობა: 15
მისაღები სსსმ სტუნდენტების რაოდენობა: 2
დაფინანსების ტიპი: საბიუჯეტო
რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა: 0
რეგისტრირებული სსსმ აპლიკანტების რაოდენობა: 0
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურების პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, მოცულობაა 86 კრედიტი. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების სწავლის შედეგები, დიპლომი უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და მფლობელს ანიჭებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას. გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მექანიკოსი მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურე პირის სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების შემდეგშეიძლება დასაქმდეს: როგორც სამაცივრო, ჰაერის კონდიციონერების და თბური ტუმბოების მოწყობილობების ზედამხედველი: ა) მრავალპროფილიან საწარმოში; ბ) მონოპროფილიან საწარმოში; გ) როგორც თვითდასაქმებული სამოქალაქო სფეროში; დ) შესაბამისი მოწყობილობების სარეალიზაციო ობიექტებში. ე) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. კურსდამთავრებულს შეუძლია: • აღწეროს გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მუშაობის პრინციპი და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნები; • წაიკითხოს გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების საპროექტო დოკუმენტაცია; • დაამონტაჟოს ჰაერის კონდიცირების, სამაცივრო და თბური ტუმბოს სისტემები; • განახორციელოს ჰაერის კონდიცირების, სამაცივრო და თბური ტუმბოს სისტემის გაშვება-გამართვა, ექსპლუატაცია და დემონტაჟი; • ზედამხედველობა გაუწიოს გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების გაშვება-გამართვის სამუშაოების შემსრულებელ მცირე სამუშაო ჯგუფს
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10