VET

ა(ა)იპ - საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი

ფარმაცია (სააფთიაქო)

სფერო:
09 - ჯანდაცვა,სოციალური კეთილდღეობა
პროგრამის კოდი:
09-0626
დონე:
5
განხორციელების ფორმა:
კოოპერაციული
პროგრამის ხანგრძლივობა:
20 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
26 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 189
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს პსპ ფარმა
დიდი (>150)
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება
პროგრამის აღწერა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა, კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების–განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს, მცირე შეფუთვებად მზა წამლის ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას; ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში. კურსდამთავრებულს შეუძლია: 1) შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად; 2) დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა; 3) შეამოწმოს სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა; 4) განათავსოს პროდუქცია სათანადო ადგილზე; 5) ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის პერიოდული კონტროლი; 6) განახორციელოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება–მარკირება; 7) მომზადება რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი წამლის ფორმები; 8) გათვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები; 9) განახორციელოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევა-მიწოდება, კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენების და შენახვის პირობების შესახებ; 10) განახორციელოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია; 11) განახორციელოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური წამლის ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად წამლის ფორმების დაფასოების შესახებ; 12) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
აღმაშენებლის გამზირი 189