სსიპ - კოლეჯი „სპექტრი“
შედუღება
სფერო:
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
SA-0169
დონე:
4
განხორციელების ფორმა:
იმიტირებული
პროგრამის ხანგრძლივობა:
18 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
23 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საბაზო
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის №10
გამოცხადებულია მიღება
მისაღები სტუნდენტების რაოდენობა: 15
მისაღები სსსმ სტუნდენტების რაოდენობა: 2
დაფინანსების ტიპი: საბიუჯეტო
რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა: 0
რეგისტრირებული სსსმ აპლიკანტების რაოდენობა: 0
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
შედუღების პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, მოცულობაა 113 კრედიტი.
პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების სწავლის შედეგები, დიპლომი უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და მფლობელს ანიჭებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.
შემდუღებელი შეიძლება დასაქმდეს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ობიექტებზე, მანქანათმშენებლობის საწარმოებში, მილსადენების მშენებლობაზე, გემთმშენებლობაზე, ლითონის კონსტრუქციების მწარმოებელ ქარხნებში და სხვა. ასევე მას შეუძლია ზედამხედველობა გაუწიოს საშემდუღებლო სამუშაოების შემსრულებელ მცირე სამუშაო ჯგუფებს.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
· დაიცვას გარემო და შრომის უსაფრთხოება
· შეასრულოს სამუშაო შედგენილი ნახაზით
· შეასრულოს ხელით ელექტრორკალური შედუღება
· შეასრულოს ნახევრადავტომატური ელექტრორკალური შედუღება აქტიურ (MAG) და ინერტულ (MIG) აირებში
· შეასრულოს არგონში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით შედუღება
· შეასრულოს ნახშირბადიანი საკონსტრუქციო ფოლადების შედუღება
· შეადუღოს ლეგირებული ფოლადები
· შეადუღოს ფერადი ლითონები
· შეადუღოს პლასტმასები
· შეადუღოს კონსტრუქციები
· დაამუშაოს ლითონები თერმულად
· გაარჩიოს შედუღების მასალები და მათი მახასიათებლები
· მოამზადოს მასალები შედუღების პროცესისთვის
· გამოიყენოს შედუღების ტექნოლოგია
· უზრუნველყოს ხარისხი შენადუღ შეერთებაში
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა