ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
სამთო გამყოლი
სფერო:
10 - მომსახურებები
პროგრამის კოდი:
10118-პ
დონე:
4
განხორციელების ფორმა:
-
პროგრამის ხანგრძლივობა:
17 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
22 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
მცხეთა-მთიანეთი, დაბა გუდაური, გონდოლას ზედა სადგური
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის ტურისტული მიმართულებებისა და ღონისძიებების მარკეტინგსა და რეკლამირებას. პროგრამა ასევე მოიცავს ბილეთებისა და დაჯავშნის საკითხებს. ასევე, შეისწავლის ჯგუფებისა და ინდივიდების რეკრეაციულ და დასვენების აქტივობებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ტურის მეგზურად, ტურისტების გიდად და თხილამურის ინსტრუქტორად.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება შემდეგი სამუშაოების შესრულება:
1. დამოუკიდებლად გაუძღვეს ტურისტს/ტურისტთა ჯგუფს ნებისმიერი სახის, ნებისმიერი სირთულის მთის რელიეფზე ნებისმიერ სეზონზე, მათ შორის, საფეხმავლო მარშრუტებზე, UIAA კლასიფიკაციის მიხედვით ნებისმიერი კატეგორიის კლდოვან და კომბინირებულ ალპინისტურ მარშუტებზე, თხილამურით და/ან სნოუბორდით ნებისმიერი სირთულის Free Ride (გაუკვალავ თოვლში ასვლა და დაშვება თხილამურებით და/ან სნოუბორდით) მარშრუტზე ზამთარში და Heli Ski (ვერტმფრენის გამოყენებით თხილამურებით სრიალი) ტურებს
2. შეაფასოს სამთო რელიეფის, გარემო პირობების სირთულე და საფრთხეები
3. დაგეგმოს საფეხმავლო და სამთო-საგამყოლო ტური ტოპოგრაფიული რუკის და ნავიგაციის ინსტრუმენტების გამოყენება
4. განსაზღვროს მოცემული მარშრუტის სირთულის შესაბამისად ჯგუფის წევრების ოპტიმალური რაოდენობა
5. განსაზღვროს გამყოლი-ტურისტის რაოდენობის კოეფიციენტი უსაფრთხოების და ჯგუფის წევრებთან ხარისხიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით
6. გამოიყენოს ალპინისტურ და სათხილამურო (ფრირიადის) აღჭურვილობა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
7. გამოიყენოს მოძრავი და სტაციონარული დაცვის წერტილები, მოკლე თოკის ტექნიკა
8. შეაფასოს საფრთხეები და უზრუნველყოს ტურისტების უსაფრთხო გადაადგილება თოვლიან, კლდოვან, ყინულოვან და კომბინირებულ რელიეფებზე
9. საჭიროების შემთხვევაში დაგეგმოს და ჩაატაროს სამთო-სამაშველო ოპერაციას, მათ შორის დაზარალებულის მყინვარის ნაპრალიდან ამოყვანა, დაზარალებულის დაშვება კლდოვან და კომბინირებულ რელიეფზე
10. მოიძიოს და გაანალიზოს ინფორმაცია მეტეოროლოგიური პირობების შესახებ
11. გაანალიზოს რელიეფის დახრა და რელიეფის ფორმების თავისებურება, თოვლის საფარის მდგომარეობა, ადამიანურ ფაქტორები და რედუქციის მეთოდით შეძლოს დაადგინოს ზვავსაშიშროების საფეხური
12. დაადგინოს ასვლის და დაშვების უსაფრთხო მარშრუტები თოვლიან ფერდზე
13. საჭიროების შემთხვევაში დაგეგმოს და ჩაატაროს სამაშველო ოპერაცია თოვლში საძიებო ხელსაწყოების და ხელთარსებული საშუალებების გამოყენებით, მათ შორის, გაუწიოს დაზარალებულს პირველადი დახმარება.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა