სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
სფერო:
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
07-0193
დონე:
5
განხორციელების ფორმა:
კოოპერაციული
პროგრამის ხანგრძლივობა:
22 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
32 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
აჭარა, მიხეილ ლერმონტოვის №92ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირების, ასევე გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების პროცესებს. იგი მოიცავს ჰაერის, წყლის, ნიადაგის და ა.შ. კონტროლთან დაკავშირებულ პროგრამებს.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა სფეროების - მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო, საგანმანათლებო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე: უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად, ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორად/მენეჯერად. შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად, დაბინძურების ინსპექტორად. ჯანსაღი სამუშაო გარემოს დაცვის ოფიცერად, შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მრჩეველად, გარემოს დაცვის მრჩეველად, შრომის ჰიგიენის სპეციალისტად/მენეჯერად; ნარჩენების შეგროვების სპეციალისტად; ნარჩენების დამუშავება-მოცილების სპეციალისტად; დაბინძურებისაგან გასუფთავება-ნარჩენების მართვის ინსპექტორად; უსაფრთხოების დაცვის სპაციალისტად/ მენეჯერად; შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების სამსახურებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება შემდეგი სამუშაოების შესრულება:
1. შეადგინოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი გეგმა
2. შეიმუშაოს და განაახლოს პროცედურები და ინსტრუქციები
3. შეაფასოს პროფესიული დაზიანებები და აკონტროლოს რისკი
4. შეაფასოს, გააკონტროლოს და განსაზღვროს ქიმიური და ბიოქიმიური საფრთხეების პრევენციული ზომები
5. დაიცვას ელექტროუსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთოების წესები
6. უზრუნველყოს ევაკუაცია
7. გაწიოს პირველადი გადაუდებელი დახმარება
8. გაატაროს საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებები
9. აკონტროლოს სამუშაო ადგილზე ადამიანთა და სამსახურებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილება
10. შეაფასოს გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების გავლენა
11. შეძლოს გარემოსდაცვითი სისტემის აუდიტი და მონიტორინგი
12. დაგეგმოს უსაფრთხო სასმელი წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაცვით მოქმედება
13. აკონტროლოს წყლის წყაროების დაბინძურება
14. აკონტროლოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ჰაერში გაფრქვევის შემცირება.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა