VET

სსიპ - კოლეჯი "იბერია"

ელექტროობა

სფერო:
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
07-0275
დონე:
3
განხორციელების ფორმა:
-
პროგრამის ხანგრძლივობა:
11 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
14 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
იმერეთი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ.№61
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სს ენერგო - პრო ჯორჯია
დიდი (>150)
მრეწველობა
შპს გლობალ სერვისი
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
ელექტროობის პროგრამაზე სტუდენტი შეისწავლის სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტრო გაყვანილობისა და ელექტრომოწყობილობების მონტაჟს, ექსპლუატაციას, შეკეთებასა და ხარვეზების დიაგნოსტიკას. მოიცავს მიწისქვეშა და მიწისზედა ელექტროგაყვანილობის სადისტრიბუციო ქსელების მონტაჟსა და ექსპლუატაციას. ენერგია შეისწავლის ენერგიის გენერირებას. ელექტროობის პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად: ელექტრიკოსად; ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟედ; შენობის ელექტრიკოსად; მომმარაგებელ-ელექტრიკოსად; ელექტრო-მექანიკოსად; ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟედ; განათების სისტემების მემონტაჟედ; ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟედ; დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟედ; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ; ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟედ; და მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟედ. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია: 1. ჩაატაროს გაზომვითი სამუშაოები სხვადასხვა ტიპის ელექტროტექნიკურ მასალებზე 2. გაზომოს ელექტრული ფუნქციების მახასიათებელი სიდიდეები 3. შეასრულოს საზეინკლო სამუშაოები ნახაზის მიხედვით 4. განახორციელოს მაღალი ძაბვის ეგხ-ის მშენებლობა და გაუწიოს მას მომსახურება 5. დაამონტაჟოს ქვესადგურები და გაუწიოს მათ მომსახურება 6. მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით 7. წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით 8. დააპროექტოს პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების სქემები და დაამონტაჟოს პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების აპარატურა 9. გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულს.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ზ.ანჯაფარიძის ქ.N61 ნიკეას ქ. #15