სსიპ - კოლეჯი „სპექტრი“
კომპიუტერული ქსელი და სისტემები
სფერო:
06 - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
პროგრამის კოდი:
SA-0119
დონე:
4
განხორციელების ფორმა:
იმიტირებული
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
18 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის №10
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
კომპიუტერული ქსელისა და სისტემების პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის მოცულობაა 87 კრედიტი.
პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
კომპიუტერული ქსელისა და სისტემების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის მქონე ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებით მოსარგებლე ნებისმიერ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციაში, ასევე სატელეკომუნიკაციო პროფილის მქონე ორგანიზაციებში, ფილიალების/ობიექტების მქონე ქსელურ ორგანიზაციებში, მონაცემთა მართვის სააგენტოებში და სხვა ნებისმიერ, დიდი ზომის ორგანიზაციაში ქსელისა და სისტემების უმცროს (Junior) ადმინისტრატორად.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
9.1 უზრუნველყოს პერსონალური კომპიუტერისა და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული მხარდაჭერა;
9.2 იმუშაოს მობილურ და ლინუქს ოპერაციულ სისტემებთან;
9.3 დაამონტაჟოს და გამართოს მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელი;
9.4 დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
9.5 გამართოს ბაზისურად კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია;
9.6 უზრუნველყოს კომპიუტერულ ქსელებში ბაზისური კომუტაცია და მარშუტიზაცია;
9.7 გამართოს ბაზისურად VOIP ტელეფონია;
9.8 გამართოს ბაზისურად Windows სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისები;
9.9 გამართოს ბაზისურად Linux სერვერული ოპერაციული სისტემა;
9.10 გამართოს ბაზისურად სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგია;
9.11 გამოიყენოს Cloud პლატფორმები;
9.12 უზრუნველყოს კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა