VET

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

ინფორმაციის ტექნოლოგია

სფერო:
06 - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
პროგრამის კოდი:
06-0207
დონე:
3
განხორციელების ფორმა:
კოოპერაციული
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
13 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
იმერეთი, ივ.გომართელის 50ა,52
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საჩხერის #2 საჯარო სკოლა
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლა
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლა
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლა
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლა
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ინფორმაციის ტექნოლოგია; პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. საჩხერე, ივ. გომართელის №50ა/52 პროგრამის მიზანი: ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს სწავლის ხანგრძლივობა: 1 წელი; სწავლის წინაპირობა: საბაზო განათლება პროგრამის დასრულების შემდეგ კუსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი¬პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება: - ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი; - დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები; - დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემა; - დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა; - უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება; - განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები; - გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი; - გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი; - შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები; - შეძლოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა. პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი/პრაქტიკის ორგანიზაციები: ქ.საჩხერე • სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქ.საჩხერის N 1 საჯარო სკოლა; • სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლა; • სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა; რატომ BTA? ISO საერთაშორისო ხარისხი; 30 წლიანი საგანმანათლებლო გამოცდილება; 3 საკუთარი შენობა, მათ შორის 2 თბილისში და 1 საჩხერეში, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით; კოლეჯი გამორჩეულია სასწავლო პროცესის მართვის ექსკლუზიური, საავტორო ელექტრონული სისტემით, რომლის საშუალებითაც პროფესიული სტუდენტი თავისივე პორთფოლიოდან იღებს ინფორმაციას შესასწავლი მოდულების შინაარსთან, შეფასების კრიტერიუმებსა და თითოეულ მოდულში მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით, სურვილისამებრ დადასტურების პროცესის შემდგომ ნახულობს საკუთარ ნაშრომს, რაც შეფასების პროცესს გამჭვირვალესა და საიმედოს ხდის, სისტემიდანვე ეკონტაქტება ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს. საწარმოო პრაქტიკები წარმატებულ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობით; პროფესიონალი და კეთილგანწყობილი პერსონალი; საინტერესო სტუდენტური პროექტები; მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, წერონისის 208; ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #28; ქ.თბილისი, გ.ქუთათელაძის 1, გასასვლელი N10; ქ.საჩხერე, ივანე გომართელის 50ა 52