VET
  1. მთავარი
  2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
  3. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტი

სსიპ - კოლეჯი „სპექტრი“

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტი

სფერო:
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
07-0056
დონე:
5
განხორციელების ფორმა:
კოოპერაციული
პროგრამის ხანგრძლივობა:
18 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
22 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის №10
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს აზიმუტი
დიდი (>150)
მშენებლობა
პროგრამის აღწერა
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტის პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის მოცულობაა 120 კრედიტი. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს: სხვადასხვა სფეროების: მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო, საგანმანათლებო დაწესებულებებში: უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორად/მენეჯერად; შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; დაბინძურების ინსპექტორად; ჯანსაღი სამუშაო გარემოს დაცვის ოფიცერად; შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მრჩეველად; გარემოს დაცვის მრჩეველად; შრომის ჰიგიენის სპეციალისტად/მენეჯერად; ნარჩენების შეგროვების სპეციალისტად; ნარჩენების დამუშავება-მოცილების სპეციალისტად; დაბინძურებისაგან გასუფთავება-ნარჩენების მართვის ინსპექტორად; უსაფრთხოების დაცვის სპაციალისტად/ მენეჯერად; შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების სამსახურებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად. კურსდამთავრებულს შეუძლია: • შეადგინოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი გეგმა • შეიმუშაოს და განაახლოს პროცედურები და ინსტრუქციები • შეაფასოს პროფესიული დაზიანებები და აკონტროლოს რისკი • შეაფასოს, გააკონტროლოს და განსაზღვროს ქიმიური და ბიოქიმიური საფრთხეების პრევენციული ზომები • დაიცვას ელექტროუსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთოების წესები • განახორციელოს ევაკუაციის პროცესები • გაწიოს პირველადი გადაუდებელი დახმარება • გაატაროს საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებები • აკონტროლოს სამუშაო ადგილზე ადამიანთა და სამსახურებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილება • შეაფასოს გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების გავლენა • განახორციელოს გარემოსდაცვითი სისტემის აუდიტი და მონიტორინგი • დაგეგმოს უსაფრთხო სასმელი წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაცვით მოქმედება • აკონტროლოს წყლის წყაროების დაბინძურება • აკონტროლოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ჰაერში გაფრქვევის შემცირება.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10