VET

სსიპ - კოლეჯი "ქართლი"

შედუღება

სფერო:
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
SA-0430
დონე:
4
განხორციელების ფორმა:
იმიტირებული
პროგრამის ხანგრძლივობა:
20 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
25 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
შიდა ქართლი, დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 15 პროფესიულ მოდულს ჯამური 72 კრედიტის მოცულობით, 4 ზოგად მოდულს ჯამური 11 კრედიტის მოცულობით და 1 არჩევით მოდულს. შედუღებაში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭიროა ჯამურად 87 კრედიტის დაგროვება. კურსდამთავრებულს შეუძლია: 1. დაიცვას გარემო და შრომის უსაფრთხოება 2. შეასრულოს სამუშაო შედგენილი ნახაზით 3. შეასრულოს ხელით ელექტრორკალური შედუღება 4. შეასრულოს ნახევრადავტომატური ელექტრორკალური შედუღება აქტიურ (MAG) და ინერტულ (MIG) აირებში 5. შეასრულოს არგონში ვოლფრამის უდნობი ელექტროდით შედუღება 6. შეასრულოს ნახშირბადიანი საკონსტრუქციო ფოლადების შედუღება 7. შეადუღოს ლეგირებული ფოლადები 8. შეადუღოს ფერადი ლითონები 9. შეადუღოს პლასტმასები 10. შეადუღოს კონსტრუქციები 11. დაამუშაოს ლითონები თერმულად 12. გაარჩიოს შედუღების მასალები და მათი მახასიათებლები 13. მოამზადოს მასალები შედუღების პროცესისთვის 14. გამოიყენოს შედუღების ტექნოლოგია 15. უზრუნველყოს ხარისხი შენადუღ შეერთებაში სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება: 1. კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე. 2. სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია სწავლის შედეგების დადასტურება/შეფასების გზით. 3. არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა. 4. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. პროგრამის ხანგრძლივობაა 70 სასწავლო კვირა (20 თვე). შემდუღებელი შეიძლება დასაქმდეს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ობიექტებზე, მანქანათმშენებლობის საწარმოებში, მილსადენების მშენებლობაზე, გემთმშენებლობაზე, ლითონის კონსტრუქციების მწარმოებელ ქარხნებში და სხვა. ასევე მას შეუძლია ზედამხედველობა გაუწიოს საშემდუღებლო სამუშაოების შემსრულებელ მცირე სამუშაო ჯგუფებს.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
დაბა სურამი, ახალი ბანას ქ. N15.