სსიპ - კოლეჯი "ქართლი"
აღმზრდელი
სფერო:
01 - განათლება
პროგრამის კოდი:
02-0551
დონე:
5
განხორციელების ფორმა:
კოოპერაციული
პროგრამის ხანგრძლივობა:
23 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
28 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
შიდა ქართლი, დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანება
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა "აღმზრდელი" მოიცავს 3 ზოგად მოდულს ჯამური 11 კრედიტის ოდენობით და 24 პროფესიულ მოდულს ჯამური 105 კრედიტის ოდენობით. პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად პირმა უნდა დააგროვოს 116 კრედიტი.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
2. მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
3. ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;
4. წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა.
სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება:
1. კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.
2. სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია სწავლის შედეგების დადასტურება/შეფასების გზით.
3. არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
4. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება.
პროგრამის ხანგრძლივობაა 83 სასწავლო კვირა (23 თვე).
აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით, აღმზრდელად.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა