შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
ბუღალტრული აღრიცხვა
სფერო:
04 - ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
პროგრამის კოდი:
04-1401
დონე:
5
განხორციელების ფორმა:
იმიტირებული
პროგრამის ხანგრძლივობა:
18 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
24 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
იმერეთი, ივ.გომართელის 50ა,52
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ბუღალტრული აღრიცხვა
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. საჩხერე,ივანე გომართელის №50ა/52
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი;
სწავლის წინაპირობა: მინიმუმ სრული ზოგადი განათლება
კურსდამთავრებულს მიენიჭება: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში / Higher Vocational Qualification in Accounting
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი დანართით
პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოამზადებს შრომის ბაზარს შესთავაზებს კვალიფიციურ ბუღალტერს, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.
კურსდამთავრებულს პროგრამის დასრულების შემდეგ შეეძლება:
შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა
შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები)
აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები
შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები
მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება
აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით
აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე
აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა
შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით. ~
რატომ BTA?
ISO საერთაშორისო ხარისხი;
34 წლიანი საგანმანათლებლო გამოცდილება;
4 საკუთარი შენობა, მათ შორის 3 თბილისში და 1 საჩხერეში, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით;
EVTA-ს ოფიციალური წევრი;
აქტიურად მონაწილეობს ევროპის პროფესიული ტრენინგების ასოციაციის ვორქშოპებში, კონგრესებსა (IKSAD) და კონფერენციებში;
ახორციელებს პერსონალის გადამზადებას საერთაშორისო დონეზე;
ბტა-ს პერსონალი მონაწილეობს საერთაშორისო სასწავლო პროექტებში;
პროფესიონალი და კეთილგანწყობილი პერსონალი;
საინტერესო სტუდენტური ცხოვრება და პროექტები;
მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.
პირველად საქართველოში მოქმედი პროფესიული განათლების სივრცეში (სახელმწიფო თუ კერძო კოლეჯებში) ჩვენ დავნერგეთ და წარმატებით ვახორციელებთ სასწავლო პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემას. ამ სისტემით უზრუნველყოფილია მუდმივი დისტანციური კავშირი ადმინისტრაცია - პროფესიული სტუდენტი - პროფესიული მასწავლებელი. სისტემით მიმდინარეობს პროფესიული სტუდენტის შეფასების პროცესიც და ყველა ინფორმაცია მომენტალურად აისახება სისტემაში მის პირად გვერდზე. აქვეა განთავსებული აკადემიის ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომელიც ხელმისაწვდომია დღე-ღამის განმავლობაში სისტემაში ჩართული ყველა პირისათვის.
საწარმოო პრაქტიკები წარმატებულ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობით;
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, წერონისის 208; ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #28; ქ.თბილისი, გ.ქუთათელაძის 1, გასასვლელი N10; ქ.საჩხერე, ივანე გომართელის 50ა 52