შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
ინფორმაციის ტექნოლოგია
სფერო:
06 - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
პროგრამის კოდი:
SA-0458
დონე:
3
განხორციელების ფორმა:
იმიტირებული
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 თვე
პროგრამის ხანგრძლივობა არაქართულენოვანი სტუდენტისთვის:
16 თვე
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაშვების მინიმალური ასაკი:
-
განხორციელების ადგილი:
თბილისი, წერონისის ქ. 208
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ინფორმაციის ტექნოლოგია;
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ.თბილისი, წერონისის ქ.208
სწავლის ხანგრძლივობა: 1 წელი;
სწავლის წინაპირობა: მინიმუმ საბაზო განათლება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support;
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი დანართით
პროგრამის დასრულების შემდეგ კუსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი¬პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება:
უზრუნველყოს კომპიუტერის აპარატურული მხარდაჭერა (Hardware);
უზრუნველყოს კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა (Software);
იმუშაოს მობილურ, Linux და Windows Server ოპერაციულ სისტემებთან;
გამართოს პერიფერიული მოწყობილობები;
დაამონტაჟოს და გამართოს მცირე ზომის კომპიუტერული ქსელი;
დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
უზრუნველყოს კომპიუტერულ სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება / აღმოფხვრა;
უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერა სამუშაო ადგილზე და დისტანციურ რეჟიმში.
რატომ BTA?
ხელმისაწვდომობა მაღალხარისხიან პროფესიულ განათლებაზე;
საკუთარი კეთილმოწყობილი შენობები;
ISO-ს საერთაშორისო სერთიფიკატი;
30 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე დაფუძნებული;
4 საკუთარი შენობა, მათ შორის 3 თბილისში და 1 საჩხერეში, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით;
პირველად საქართველოში მოქმედი პროფესიული განათლების სივრცეში (სახელმწიფო თუ კერძო კოლეჯებში) ჩვენ დავნერგეთ და წარმატებით ვახორციელებთ სასწავლო პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემას. ამ სისტემით უზრუნველყოფილია მუდმივი დისტანციური კავშირი ადმინისტრაცია - პროფესიული სტუდენტი - პროფესიული მასწავლებელი. სისტემით მიმდინარეობს პროფესიული სტუდენტის შეფასების პროცესიც და ყველა ინფორმაცია მომენტალურად აისახება სისტემაში მის პირად გვერდზე. აქვეა განთავსებული აკადემიის ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომელიც ხელმისაწვდომია დღე-ღამის განმავლობაში სისტემაში ჩართული ყველა პირისათვის.
საინტერესო სტუდენტური პროექტები;
მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები;
მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
პრაქტიკები წამყვან ორგანიზაციებში.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, წერონისის 208; ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #28; ქ.თბილისი, გ.ქუთათელაძის 1, გასასვლელი N10; ქ.საჩხერე, ივანე გომართელის 50ა 52