სსიპ - კოლეჯი "ქართლი"
სანტექნიკური სამუშაოები
სფერო:
არქიტექტურა და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
04-01461
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
11 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
„სანტექნიკური სამუშაოების“ პროფესიული მომზადების პროგრამის სასწავლო თემატიკა მოიცავს სანტექნიკის სისტემების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სანტექნიკოსის სპეციალობით თვითდასაქმება-დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე - სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, საწარმოო და სხვა დარგობრივ დაწესებულებებში.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ:
- უსაფრთხოების ნორმების დაცვით სანტექნიკური სამუშაოების წარმოებას
- სანტექნიკური ნახაზების პირობითი აღნიშვნების წაკითხვას
- გარე წყალსადენი ქსელიდან შენობაში შემყვანი მილის მოწყობას გარე წყალსადენ ქსელთან დაერთებით
- შიდა წყალმომარაგების სისტემის დაკვალვის სამუშაოების შესრულებას
- მილსადენის შიდა ქსელის, შიდა წყალარინების ქსელში დგარების, სარინი და გამომყვანი მილების, საწმენდი რევიზიის, წყალჩადინების ქსელისა და სანტექნიკური მოწყობილობების მოწყობას.
პროგრამის ხანგრძლივობაა 11 კვირა, 165 საკონტაქტო საათი, კვირაში 15 საათის დატვირთულობით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
პროგრამა განხორციელდება კოლეჯის სასწავლო აუდიტორიასა და სასწავლო სახელოსნოში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით.
პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერთიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამა - “სანტექნიკური სამუშაოები“ მიზნად ისახავს კვალიფიციური სანტექნიკოსების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ შიდა სანტექნიკური სამუშაოების წარმოებას უსაფრთხოების ნორმების დაცვით: გარე წყალსადენ ქსელთან შენობაში შემყვანი მილის მოწყობა-დაერთებას, შიდა წყალმომარაგების სისტემის დაგეგმვა-დაკვალვას, მილსადენის შიდა ქსელის მოწყობას, შიდა წყალარინების ქსელში დგარების, სარინი და გამომყვანი მილების, საწმენდი რევიზიის, წყალჩადინების ქსელისა და სამომხმარებლო სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟს.
სანტექნიკური სამუშაოების შესრულების სწავლებასთან ერთად, პროგრამის განხორციელება ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით პროფესიების პოპულარიზაციასა და კურსდამთავრებულთა დასაქმება/თვითდასაქმების მხარდაჭერას - ადგილობრივ და რეგიონალურ შრომით ბაზარზე როგორც მიმდინარე ეტაპზე არსებული სანტექნიკოსის პროფესიის კადრების დეფიციტის შევსებას, ისე მათზე სამომავლო მოთხოვნების უზრუნველყოფას.
დასაქმების სფერო
073 - არქიტექტურა და მშენებლობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577004114