VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა

ა(ა)იპ - საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი

ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა

სფერო:
წარმოება და გადამუშავება
პროგრამის კოდი:
04-02138
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
აღმაშენებლის გამზირი 189
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს რუმორ
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს საბაზო განათლება და სურს მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები. პროგრამის მსმენელები შეისწავლიან ქალის მსუბუქი ტანსაცმლის, კერძოდ ქვედა კაბის, შარვლის და ქალის კოფთის საბაზისო თარგის აგებას, კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას-შეკერვას, ძირითადი კვანძების ტექნოლოგიურ დამუშავებას, ტანსაცმლის დეტალების დამუშავებას და შეერთებას, ხელის გვირისტებსა და ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანების გამოყენებას. პროგრამის ხანგრძლივობაა 13 კვირა, რაც მოიცავს 380 საათს. პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას და სწავლება ხორციელდება აკადემიის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბაზაზე, ასევე პარტნიორ ორგანიზაციაში - შპს ,,რუმორ“. აკადემიის სასწავლო გარემოში არის ათი სამუშაო მაგიდა ერთდროულად სწავლებისათვის. პროგრამის განხორციელება შესაძლებელია ორ ცვლაში. ჯგუფში 10 მსმენელი (ჯამში 20 მსმენელი). პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს როგორც მსხვილ, საშუალო, ისე მცირე სამკერვალო საწარმოში, სამკერვალო ატელიეში. პროგრამის კურსდამთვრებულს ექნება თვითდასაქმების შესაძლებლობაც.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს მიაწოდოს კვალიფიციური მკერავები, რომლებიც შეძლებენ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების საფუძველზე ქალის მსუბუქი ტანსაცმლის - ქვედაკაბა, შარვალი, ქალის კოფთა-მასალაში შესრულებას, შეკერვას. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მსმენელებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში.
დასაქმების სფერო
072 - წარმოება და გადამუშავება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
დავით აღმაშენებლის გამზირი 189
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593252508