VET

სსიპ - კოლეჯი "აისი"

ხე-ტყის დამზადება

სფერო:
მეტყევეობა
პროგრამის კოდი:
04-01889
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი კაჭრეთი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
„ხე-ტყის დამზადება“- პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას, კვირაში საშუალოდ 25 საათის ოდენობით, ჯამში პროგრამის მოცულობა შეადგენს 230 საათს. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ინტერაქციული ლექციის, დემონსტრირებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით, სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. პროფესიული მომზადების პროგრამა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით. კერძოდ, სწავლის შედეგები მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში პარტნიორ ორგანიზაციასთან - სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება ჩატარდება პროგრამის ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების ცოდნა-უნარები პრაქტიკული დავალება დაკვირვებით გზით. პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის „ხე-ტყის დამზადება“ მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ უსაფრთხოების წესების დაცვით მანქანა-იარაღებისა და სპეც ტექნიკის გამოყენებას, ხის ჭრის პროცესის მომზადებას, ხის უსაფრთხოდ მოჭრას და მოჭრილი ხის გაწმენდას, დამზადებული ხე-ტყის დახარისხებას და ჭრის ნარჩენების განთავსებას, დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვას და სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვას.
დასაქმების სფერო
082 - მეტყევეობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი კაჭრეთი
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: (0353)200493