VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოება

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი

ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოება

სფერო:
მეტყევეობა
პროგრამის კოდი:
04-01939
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
3 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი წინამძღვრიანთკარი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს "ბიპისი"
საშუალო (20-100)
მრეწველობა
სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტო"
საშუალო (20-100)
სოფლის მეურნეობა
პროგრამის აღწერა
„ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოება“ შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოების სპეციალისტისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებას. პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარით, რაც ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოებისთვის არის საჭირო. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას, კვირაში 15 საათის ოდენობით, ჯამში პროგრამის მოცულობა 45 საათია. პროგრამა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით. კერძოდ, ზოგიერთი სწავლების შედეგი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში პარტნიორ ორგანიზაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში ასევე მოხდება საველე პრაქტიკის გავლა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვის ქვეშ დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიებზე. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ინტერაქციული ლექციის, დისკუსიის, დემონსტრირებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით. მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც განხორციელდება ყოველი სასწავლო კვირის ბოლოს და რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა (ტესტირება) და პრაქტიკული უნარები (პრაქტიკული დავალება დაკვირვებით). პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები და შეეძლება დასაქმება გადამამუშავებელ საწარმოში ან თვითდასაქმება.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი წარმოების სპეციალისტები და შესძინოს მათ საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე სათანადო კომპეტენცია, რათა შეძლონ პროფესიული საქმიანობის წარმატებულად განხორციელება, როგორიცაა, ტყის არამერქნული პროდუქტების მიმართულებით ბიზნესის დაგეგმვა და პროდუქციის რეალიზაცია, კომერციულად მნიშვნელოვანი ტყის არამერქნული პროდუქტების იდენტიფიკაცია, შეგროვების არეალების დარუკება, მდგრადი შეგროვების ვადების, მეთოდების და აღჭურვილობის შერჩევა, ნედლეულის პირველადი დამუშავება და ხარისხის შეფასება, გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის, შეფუთვის და შენახვის პირობების შერჩევა და საქმიანობისას სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
დასაქმების სფერო
08 - სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა და ვეტერინარია (ფართო სფერო)
082 - მეტყევეობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090