VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი

სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“

ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი

სფერო:
არქიტექტურა და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
-1-1005
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს "დიო"
დიდი (>150)
მშენებლობა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა „ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი“ საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან, გაეცნონ ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების კონსტრუქციის ტიპებსა და მონტაჟისთვის გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებს, სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების წესებს, შეძლონ სამონტაჟო ნახაზის წაკითხვა, მონტაჟის განხორციელებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, უსაფრთხოების წესების დაცვით დაამონტაჟონ ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარები, ფანჯრები და მზის დამცავი სისტემები, შეამოწმონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, გამოასწორონ ხარვეზები და განახორციელონ წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაცია. პროფესიული მომზადების პროგრამით „ალუმინისა და მეტალო პლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟი“ გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება, თუმცა, ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სწავლებაზეა გაკეთებული. სწავლება კომპანია „დიოში“ და სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ კეთილმოწყობილ გარემოში ჩატარდება. სწავლება ინტერაქტიული ფორმით წარიმართება, ფართოდ იქნება გამოყენებული პრეზენტაციები, ვიდეოჩვენება, სასწავლო მასალების დემონსტრირება და სხვა. პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოიყენება: ტესტები, ზეპირი გამოკითხვა, პრაქტიკული დავალებები, შემთხვევების ანალიზი, მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების კონსტრუქციის ტიპების და მონტაჟისთვის გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების, ასევე სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების წესების აღწერა-დახასიათებას, მონტაჟისთვის საჭირო ნახაზის/სქემის წაკითხვას, უსაფრთხოების წესების დაცვით ალუმინისა და მეტალო პლასტმასის კარების, ფანჯრების, მზის დამცავი სისტემების მონტაჟს; შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმებას, ხარვეზების გამოსწორებას, წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაციას.
დასაქმების სფერო
073 - არქიტექტურა და მშენებლობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ილია ვეკუას ქუჩა, N44
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 2140314