VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. სალაროს ოპერაციების განხორციელება

შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA

სალაროს ოპერაციების განხორციელება

სფერო:
ბიზნესი და ადმინისტრირება
პროგრამის კოდი:
04-01155
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
9 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
რუსთავის გზატკეცილი 18/22
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამის მოკლე აღწერა: პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც სულ მცირე ფლობენ საბაზო განათლებას და აქვთ სურვილი შეისწავლონ ნაღდ ანგარიშსწორებასა და სალაროსთან მუშაობის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 9 კვირის განმავლობაში და პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 135 საათს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შპს „საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA“-ს ბაზაზე და ელექტრონულად, MS TEAMS-ს ელექტრონულ პლატფორმაზე. სწავლების განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს მსმენელები გაივლიან აკადემიის A და B სასწავლო გარემოში/ MS TEAMS-ს ელექტრონულ პლატფორმაზე. აკადემიის B სასწავლო გარემოში განთავსებული კომპიუტერები აღჭურვილია Alta Software-ს კომპიუტერული პროგრამით. მსმენელთა განმავითარებელი შეფასებები ტარდება სწავლების პარალელურად, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტში. განმსაზღვრელი შეფასება ტარდება მე-9 კვირას. მსმენელთა შეფასება ხორციელდება პრაქტიკული დავალების შესრულებით. შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა; ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და სერტიფიკატის დანართს.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის დასაქმებისათვის საჭირო ისეთი უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებით შეძლებენ სალაროს ოპერაციების განხორციელებას და ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელებას.
დასაქმების სფერო
041 - ბიზნესი და ადმინისტრირება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, 0114, რუსთავის გზატკეცილი 18-22
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599975772