ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
ბეჭდვითი პროცესების ტექნიკოსი
სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-02133
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
16 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ლუბლიანას ქ. 15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს კოლორპაკი
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ბეჭდვის პროცესების ტექნიკოსი“ სწავლა შეუძლიათ არანაკლებ 18 წლის, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან თეორიულ საფუძვლებს, შეისწავლიან ბეჭდვის ძირითად ტექნოლოგიებს (ოფსეტური, ფლექსოგრაფიული და ციფრული ბეჭდვა), ბეჭდვისთვის საჭირო მასალების, ტექნიკისა და პროცესების მართვის პრინციპებს, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხის კონტროლს, ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებას და გუნდური მუშაობის უნარებს.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 16 კვირას, საერთო დატვირთვით 168 საათი. თეორიული და პრაქტიკული სწავლის პროცესი წარიმართება ინტერაქტიური და მრავალფეროვანი სწავლების მეთოდების გამოყენებით. შესაძლებელია შერჩეული თეორიული კომპონენტების დისტანციურად სწავლებაც. პრაქტიკულ ნაწილში აქტიურად იქნება ჩართული პარტნიორი კომპანია “კოლორპაკი”, რომელიც საქმიანობს ბეჭდვით ინდუსტრიაში.
პროგრამა ითვალისწინებს როგორც მიმდინარე (განმავითარებელ), ასევე შემაჯამებელ შეფასებას, რომელიც მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების დანართის საფუძველზე. პროგრამის ბოლო კვირაში ტარდება შემაჯამებელი შეფასება – მათ შორის სამუშაო პროცესზე შესრულებული ამოცანების მიხედვით.
პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ბეჭდვითი პროდუქციის საწარმოებში, სარეკლამო კომპანიებში, მედიაბეჭდვით სტრუქტურებსა და სხვა იმ ორგანიზაციებში, სადაც გამოიყენება ბეჭდვის თანამედროვე ტექნოლოგიები.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი შესაბამისი დანართით.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს საბეჭდი პროცესების ტექნიკოსი, რომელიც ფლობს თანამედროვე ბეჭდვით ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას და
პრაქტიკულ უნარებს. მონაწილე დაეუფლება საბეჭდო და ტექნოლოგიური პროცესების მართვის ძირითად კომპეტენციებს, იხელმძღვანელებს ეკოლოგიურად პასუხისმგებელი
მუშაობის პრინციპებით და შეძლებს საქმიანობას ბეჭდვითი ინდუსტრიის დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
დასაქმების სფერო
0211 - აუდიო-ვიზუალური მეთოდები და მედია პროდუქცია/წარმოება (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 551109515