VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ბეჭდვისშემდგომი პროცესების ტექნიკოსი

ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

ბეჭდვისშემდგომი პროცესების ტექნიკოსი

სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-02134
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
16 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ლუბლიანას ქ. 15
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს კოლორპაკი
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ბეჭდვისშემდგომი პროცესების ტექნიკოსი“ სწავლა შეუძლიათ არანაკლებ 18 წლის, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან ბეჭდვისშემდგომ ძირითად ტექნოლოგიებს (კინძვას, კეცვას, კრეფვას, ლამინირებას, ნუმერაციას, კონგრევს და ა. შ.), მასალების, ტექნიკისა და პროცესების მართვის პრინციპებს, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხის კონტროლს, ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებას და გუნდური მუშაობის უნარებს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 16 კვირას, საერთო დატვირთვით – 168 საათი. თეორიული და პრაქტიკული სწავლის პროცესი წარიმართება ინტერაქტიური და მრავალფეროვანი სწავლების მეთოდების გამოყენებით. შესაძლებელია შერჩეული თეორიული კომპონენტების დისტანციურად სწავლება. პრაქტიკულ ნაწილში აქტიურად იქნება ჩართული პარტნიორი კომპანი “კოლორპაკი”, რომლებიც საქმიანობს ბეჭდვით ინდუსტრიაში. პროგრამა ითვალისწინებს როგორც უწყვეტ (განმავითარებელ), ასევე დასკვნით შეფასებას, რომელიც მიმდინარეობს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კომპეტენციების საფუძველზე. პროგრამის ბოლო კვირაში ტარდება შემაჯამებელი შეფასება – მათ შორის სამუშაო პროცესზე შესრულებული ამოცანების მიხედვით. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ბეჭდვითი პროდუქციის საწარმოებში, სარეკლამო კომპანიებში, მედიაბეჭდვით სტრუქტურებსა და სხვა იმ ორგანიზაციებში, სადაც გამოიყენება ნაბეჭდი პროდუქციის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიები. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი შესაბამისი დანართით.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს ბეჭდვისშემდგომი პროცესების ტექნიკოსი, რომელიც ფლობს თანამედროვე ბეჭდვითი პროდუქციის დამზადებისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს. მონაწილე დაეუფლება ბეჭდვისშემდგომი ტექნოლოგიური პროცესების მართვის ძირითად კომპეტენციებს, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მუშაობის პრინციპებს და შეძლებს საქმიანობას ბეჭდვითი ინდუსტრიის დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
დასაქმების სფერო
0211 - აუდიო-ვიზუალური მეთოდები და მედია პროდუქცია/წარმოება (დეტალური სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ნოდარ ბოხუას ქუჩა, N11
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 551109515