VET

შპს ეკო სივრცე არემარე

ბუნებრივი მშენებლობა

სფერო:
არქიტექტურა და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
04-02261
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი მუხრანი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
ბუნებრივი მშენებლობა თანამედროვეობის ერთ-ერთი მზარდი, ტრენდული სფეროა, რომელიც სთავაზობს დასაქმების შესაძლებლობას მათ, ვინც ორიენტირებულია მდგრად განვითარებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. პროგრამა წარმოადგენს მშენებლობისადმი ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც სამრეწველო მასალების ნაცვლად ეყრდნობა მინიმალურად დამუშავებულ, ადგილობრივ რესურსებს: თიხა-მიწას, ნამჯას, კირს, ხესა და სხვ. კურსის მიზანია მსმენელებს შესძინოს კომპეტენცია, შექმნან ენერგოეფექტური და ბუნებრივი ნაგებობები. სასწავლო პროცესი აგებულია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპზე. მსმენელები რეალურ სამშენებლო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, დაეუფლებიან ბუნებრივი მასალების ტესტირებას, მდგრადი დიზაინის პრინციპებსა და კედლის მოწყობის ისეთ უნიკალურ ტექნიკებს, როგორიცაა ქობი, ნამჯის ტუკები, ადობის აგური, მსუბუქი ნამჯა-თიხა, თიხით შელესილი წნულები. პრაქტიკული მეცადინეობები მოიცავს საძირკვლის, ხის კარკასის, მწვანე გადახურვისა და ლესვის სრულ ციკლს. პროგრამის ხანგრძლივობაა 8 კვირა, კვირეული 35 საათი დატვირთვით; გამოყენებული იქნება ყოველკვირეული განმავითარებელი შეფასება, განმსაზღვრელი შეფასებისას თეორიუული ცოდნა შეფასდება გამოკითხვა/ტესტირებით, პრაქტიკული უნარები კი პრაქტიკული დავალება დაკვირვებით მეთოდის გამოყენებით. პროგრამა იდეალური შესაძლებლობაა თვითმშენებლებისა და ეკო-ტურიზმით დაინტერესებულთათვის, დაიკავონ ნიშური ადგილი თანამედროვე შრომის ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლების შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამა „ბუნებრივი მშენებლობა პრაქტიკაში“ მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ ბუნებრივი ნაგებობების მშენებლობას, აღდგენასა და შეკეთებას ადგილობრივი, მდგრადი მასალების გამოყენებით პროგრამის მიზანია, ჯანსაღი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად მსმენელს მისცეს ცოდნა ბუნებრივი მასალების შეფასებისა და შერჩევის, შენობის დიზაინისა და დაგეგმარების ეტაპების შესახებ; ჩამოუყალიბოს პრაქტიკული უნარები საძირკვლის მოწყობის, ხის კონსტრუქციის და გადახურვის, ბუნებრივი საშუალებებით მოპირკეთებისა და ინტერიერის მოწყობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კედლის მოწყობის მრავალფეროვანი ტექნიკების დაუფლებას, როგორიცაა ქობი, ნამჯის ტუკებით მშენებლობა, ადობის აგური, მსუბუქი ნამჯა-თიხა, თიხით შელესილი წნულის და რეციკლირებული მასალების კედლები. პროგრამა ასევე ორიენტირებულია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ეკოლოგიური მშენებლობის ხელმისაწვდომობას, პროფესიული საზოგადოების განვითარებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და გარემოსდაცვით მზრუნველობას.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი მუხრანი
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577446620