VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ელექტროსამონტაჟო სამუშაოების განხორციელება

სსიპ - კოლეჯი "აისი"

ელექტროსამონტაჟო სამუშაოების განხორციელება

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-02215
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი კაჭრეთი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
„ელექტროსამონტაჟო სამუშაოების განხორციელება“ - პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე 18 წელს მიღწეულ პირს. პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 13 კვირას, კვირაში - 25 საათი, სულ 320 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე, სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიასა (A გარემო) და სასწავლო სახელოსნოში (C გარემო). პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს - დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
„ელექტროსამონტაჟო სამუშაოების განხორციელება“ - პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს ელექტრული წრედების ელემენტების აღწერას, საზომი ხელსაწყოების გამოყენებით ელექტროტექნიკური გაზომვების შესრულებას, საინჟინრო ნახაზების წაკითხვას, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას, ელექტროუსაფრთხოების რეგულაციების აღწერას, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების წარმოებას, შენობა-ნაგებობების ელექტრომოწყობილობების მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებას
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი კაჭრეთი
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: (0353)200493