VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ჭკვიანი სახლის სისტემები

სსიპ - კოლეჯი "იბერია"

ჭკვიანი სახლის სისტემები

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-02187
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ზურაბ ანჯაფარიძის ქ.№61
გამოცხადებულია მიღება
რეგისტრაციის პერიოდი
სწავლის დაწყების თარიღი
მისაღები მსმენელების რაოდენობა
სწავლის საფასური
ფინანსდება
მსმენლის გადასახდელი
10/08/2026 - 13/09/2026
28/09/2026
10
962.85
დიახ
0
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სასტუმრო ,,ძველი ქალაქი''
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია მინიმუმ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც სურს მოკლე დროში შეიძინოს ტექნიკური მიმართულების პრაქტიკული ცოდნა და დასაქმდეს აღნიშნულ სფეროში. პროგრამა „ჭკვიანი სახლის სისტემები“ ამზადებს სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ ჭკვიანი სახლის მოწყობილობების უსაფრთხო მონტაჟს, გამართვასა და ინტეგრაციას საცხოვრებელ და მცირე კომერციულ ობიექტებზე. პროგრამა მოიცავს ელექტრობის საფუძვლებსა და უსაფრთხოების წესებს, ჭკვიანი განათების, უსაფრთხოების, წყლისა და გაზის კონტროლის სისტემებს, ცენტრალიზებულ მართვასა და ავტომატიზაციის სცენარების შექმნას. სწავლება მიმდინარეობს რეალურ მოწყობილობებზე და მორგებულია პარტნიორი სამშენებლო კომპანიების მოთხოვნებზე, რაც ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობას. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ ჭკვიანი სახლების მონტაჟისა და სერვისის კომპანიებში, დეველოპერულ ორგანიზაციებში, ოფისებსა და ბიზნესცენტრებში, სასტუმროებსა და უსაფრთხოების სისტემების კომპანიებში. სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოებისა და თანამედროვე სტანდარტების დაცვით. პროგრამა მოიცავს 200 საკონტაქტო საათს, კვირაში 20-საათიანი თეორიული და პრაქტიკული დატვირთვით და განხორციელდება სსიპ კოლეჯის „იბერია“ A C გარემოში. სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს პროფესიული განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს დანართით, სადაც ასახულია პირის მიერ მიღებული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ჭკვიანი სახლის სისტემების ტიპების გარჩევას, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით ელექტროსამუშაოების შესრულებას, ჭკვიანი განათების, როზეტებისა და რელეების მონტაჟს, ჭკვიანი საკეტების, კამერებისა და დომოფონების დაყენებას, წყლისა და გაზის უსაფრთხოების სისტემების ინტეგრაციას, ავტომატიზაციის სცენარების შექმნას, ხარვეზების იდენტიფიცირებასა და საბაზისო დიაგნოსტიკას. კურსი მსმენელებს გამოუმუშავებს თანამედროვე ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენების უნარებსა და შესძენს რეალურ სამუშაო გარემოში მოთხოვნილ კომპეტენციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ზ.ანჯაფარიძის ქ.N61 ნიკეას ქ. #15
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: -