სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"
ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება, მოდელირება და კერვა
სფერო:
წარმოება და გადამუშავება
პროგრამის კოდი:
04-02177
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
20 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
მიხეილ ლერმონტოვის №92ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა „ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება, მოდელირება და კერვა“ განკუთვნილია დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც ფლობენ სრულ ზოგად განათლებას, სურთ მოკლე დროში მიიღონ კონკრეტული ცოდნა და პრაქტიკული უნარები აღნიშნულ მიმართულებაში და დასაქმდნენ სამკერვალო ან დიზაინის სფეროში.
კურსდამთავრებული შეძლებს, მოდის ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარი ესკიზების საფუძველზე შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:
• ქალის სხვადასხვა სახისა და მოდელის ტანსაცმლის კონსტრუქციული ნახაზის აგება;
• კონსტრუქციულ ნახაზზე ტექნიკურ მოდელირებასა და კორექტირება;
• სრული სამუშაო თარგის მომზადება;
• სხვადასხვა სახისა და მოდელის ნაწარმის პირველი (სატესტო) ნიმუშის დამზადება ტექნიკური ქსოვილის — ბიაზის გამოყენებით;
• საბოლოო ნაწარმის შექმნა სრული ტექნოლოგიური პროცესის დაცვით.
სწავლება ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით, დარგის სპეციალისტების მიერ კოლეჯის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბაზაზე . სწავლება ხორციელდება 20 კვირის მანძილზე.
პროგრამის ფარგლებში მომზადებულ კადრს შეეძლება დასაქმდეს როგორც მოდის დიზაინის კომპანიებში, დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში ან/და იყოს თვითდასაქმებული (ინდივიდუალური კერვა).
პროფესიული მომზადების პრგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამა „ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება, მოდელირება და კერვა“ მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს ესკიზისა და თარგის საფუძველზე თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სამკერვალო ნაწარმის შექმნას. პროგრამა უზრუნველყოფს მსმენელთათვის ცოდნისა და უნარების შეძენას და განვითარებას, რომლებიც აუცილებელია ქალის ტანსაცმლის შექმნის პროცესების დამოუკიდებლად წარმართვისთვის.
დასაქმების სფერო
072 - წარმოება და გადამუშავება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577544457