VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ტყის დაცვისა და ტექნიკური სამუშაოების წარმოება

სსიპ - კოლეჯი "აისი"

ტყის დაცვისა და ტექნიკური სამუშაოების წარმოება

სფერო:
მეტყევეობა
პროგრამის კოდი:
04-02318
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი კაჭრეთი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სსიპ ეროვნული სატყეო საგენტო
დიდი (>150)
სოფლის მეურნეობა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა ,,ტყის დაცვისა და ტექნიკური სამუშაოების წარმოება“ შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით. პროგრამაზე სწავლა შეუძლია სრული ზოგადი განათლების მქონე ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში შეიძინოს ის ცოდნა და უნარები, რაც აუცილებელია ტყეში ხის ჭრების, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების და ტყის სანიტარული მდგომარეობის შეფასების მიზნით. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასების კომპონენტებს. პროგრამის მოცულობა შეადგენს 305 საათს: მათ შორის პირველი თერთმეტი კვირის განმავლობაში კვირეული დატვირთვა შეადგენს 25 აკადემიურ საათს, ხოლო მე-12 კვირას - 30 აკადემიურ საათს. პროფესიული მომზადების პროგრამა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით. კერძოდ, გარკვეული სწავლის შედეგები მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში პარტნიორ ორგანიზაციასთან - სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
„ტყის დაცვისა და ტექნიკური სამუშაოების წარმოება“ პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მეტყევეობის მდგრადი განვითარების პრინციპების აღწერას, საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობების დახასიათებასა და იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების წესების დაცვას სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებზე, ტყის ჭრების სახეების მიხედვით ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოებში მონაწილეობას, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის შერჩევასა და სამოქმედო ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას, ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობასა და ტყის სანიტარული მდგომარეობის შეფასებას
დასაქმების სფერო
082 - მეტყევეობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი კაჭრეთი
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: (0353)200493