სსიპ - კოლეჯი „სპექტრი“
კედლის და იატაკის მოპირკეთება ფილებით
სფერო:
არქიტექტურა და მშენებლობა
პროგრამის კოდი:
04-02129
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
11 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ბესარიონ ჭიჭინაძის №10
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 250 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან კედლისა და იატაკის მომზადებისა და მოპირკეთებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალების შერჩევა-გამოყენებას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხელის სამარჯვებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას, ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრას, ნაზავების მომზადებას, ნიშნულებისა და შუქურების მოწყობას, დუღაბის მოსაჭიმი იატაკის მოწყობას, ფილების მომზადებას, კედლის და იატაკის დაკვალვით სამუშაოების შესრულებას, ფილების გაკვრას კედელზე, ფილების დაგებას იატაკზე, კედლისა და იატაკის შემაერთებელი რიგის გაკვრას და ნაკერების შევსებას.
პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელების შეფასება განხორციელდება პრაქტიკული დავალების შესრულების პროცესზე დაკვირვებით.
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო საწარმოში, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებთან. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფო სერტიფიკატს.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის „კედლის და იატაკის მოპირკეთება ფილებით“ მიზანია სამშენებლო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობებზე ფილამწყობის, ფილის სამუშაოების შემსრულებლების კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელიც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარებით/კომპეტენციებით უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას.
დასაქმების სფერო
073 - არქიტექტურა და მშენებლობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 598630969