სსიპ - კოლეჯი "იბერია"
ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება
სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-02189
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ზურაბ ანჯაფარიძის ქ.№61
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი..
დიდი (>150)
მრეწველობა
პროგრამის აღწერა
ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟისა და მომსახურების პროფესიული მომზადების პროგრამა მსმენელებს ასწავლის ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟს, ავტომატიზაციას, მართვას, მონიტორინგს, პროექტირებას, ოპერირებასა და მოვლა-პატრონობას. პროგრამა მოიცავს მზის ფოტოელექტრულ, თერმულ სისტემებსა და თბურ ტუმბოებს, ენერგიის მააკუმულირებელ მოწყობილობებსა და არაკომერციულ გამრიცხველიანების სისტემებს.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები ეცნობიან ჰიბრიდული ენერგოსისტემებისა და დანადგარების მუშაობის პრინციპებს, უსაფრთხოების წესებს და სწავლობენ სისტემების მონტაჟს, შემოწმებას, ოპერირებასა და ტექნიკურ მომსახურებას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.
პროგრამის ხანგრძლივობაა 13 კვირა (კვირაში 20 საათი). სწავლება მიმდინარეობს სსიპ კოლეჯ „იბერიაში“, A და C გარემოში. სასწავლო პროცესი ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე და მიმდინარეობს ინტერაქტიული ლექციების, პრეზენტაციების, ვიდეომასალებისა და პრაქტიკული სამუშაოების გამოყენებით.
მსმენელთა შეფასება ხორციელდება ტესტების, ზეპირი გამოკითხვის, პრაქტიკული დავალებებისა და შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვების საფუძველზე. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით.
მიღებული ცოდნა და უნარები ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას ჰიბრიდული ენერგოსისტემების წარმოების, მიწოდების, მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში, ასევე თვითდასაქმებას კერძო და კორპორატიულ მომხმარებლებთან.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარის მქონე კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე, მოწყობილობების, კერძოდ: მზის ფოტოელექტრული სისტემების, მზის თერმული სისტემების, ზედაპირული გეოთერმული სისტემებისა და თბური ტუმბოების, ენერგიის მაააკუმილირებელი მოწყობილობების, ენერგიის მართვის და მონიტორინგის სისტემების მონტაჟსა და კვალიფიციურ მოვლა-პატრონობას.
დასაქმების სფერო
07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (ფართო სფერო)
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ზ.ანჯაფარიძის ქ.N61 ნიკეას ქ. #15
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577412152