VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი

სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"

ჰიდროელექტროსადგურის (ჰეს) ჰიდრო-მექანიკური ნაწილის ექსპლუატაციის ოპერატორი

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01695
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
28 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ილია ჭავჭავაძის ქ. N8
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს აჭარისწყალი ჯორჯია
საშუალო (20-100)
მრეწველობა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია საბაზო განათლების მქონე პირებს, რომლებსაც სურთ მოკლე დროში შეიძინონ ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) ექსპლუატაციის სპეციფიური ცოდნა/უნარები და აპირებენ დასაქმდნენ ამ სფეროში. თეორიული კომპონენტი განხორციელდება დაწესებულებაში, ხოლო პრაქტიკული კომპონენტი ჰესზე.პროგრამის ხანგრძლივობაა 28 კვირა. მსმენელების შეფასებისთვის გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება დაგეგმილია ყოველი სწავლის შედეგის დასრულებისას, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება მე-17 კვირას პირველი-მეხუთე სწავლის შედეგის შეფასება, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ მეექვსე-მერვე სწავლის შედეგის შეფასება. თეორიული კომპონენტი შეფასდება - გამოკითხვით, ხოლო პრაქტიკული კომპონენტის შეფასება განხორციელდება - პრაქტიკული დავალება დაკვირვებით. კურსის წარმატებით გავლისა და პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს, დანართთან ერთად, რომელიც ასახავს პროგრამაში პირის მიერ მიღწეულ უნარებსა და ცოდნას. პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულის დასაქმების უნარისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება დასაქმების ბაზარზე. პროფესიული მომზადების პროგრამა არის ჰესებში შესაძლო დასაქმების სწრაფი გზა.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, ჰიდროელექტროსადგურების მოთხოვნების გათვალისწინებით, მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომელებიც მიიღებენ ცოდნას და გამოუმუშავდება პრაქტიკული უნარები. კერძოდ, მსმენელები გაეცნობიან ელექტრო ენერგეტიკულ სისტემებს, ჰიდროელექტროსადგურების მუშაობას, შეძლებენ ჰესზე მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიდრავლიკური კონსტრუქციების, ჰიდრომექანიკური აღჭურვილობის და ელექტრომოწყობილობის განსაზღვრას, ჰესზე ოპერირებას.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქ.N92 ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 555377916