VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. სასტუმროს დასუფთავების პერსონალი

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

სასტუმროს დასუფთავების პერსონალი

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01558
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ივ.გომართელის 50ა,52
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „სასტუმროს დასუფთავების პერსონალი“ სწავლა შეუძლია მინუმუმ საბაზო ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას, კვირაში - 20 საათი, სულ პროგრამის მოცულობა 160 საათია. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ A , B და C გარემოში. პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება პროგრამის ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა (გამოკითხვა) და პრაქტიკული უნარები (პრაქტიკული დავალება, პრაქტიკული დავალება დაკვირვებით). პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით; კურსდამთავრებულები დასაქმებას შეძლებენ სხვადასხვა ტიპის სასტუმროში და სხვადასხვა ორგანიზაციებში დასუფთავების განყოფილებაში მომსახურე პერსონალის პოზიციებზე.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადოს კომპეტენტური პირები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად განახორციელონ სასტუმროს დასუფთავების სერვისების ყველა ასპექტი: სასტუმროს ნომრებსა თუ საზოგადოებრივ არეალში სისუფთავის სანიმუშო სტანდარტების დაცვა; სამრეცხაო განყოფილების გამართული მუშაობისა და დასუფთავების განყოფილების დამატებითი მომსახურების უზრუნველყოფა. კურსდამთავრებულები ასევე გამოიყენებენ უსაფრთხოების აუცილებელ პროტოკოლებს, რომლებიც საჭიროა საოპერაციო ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და სტუმრების კმაყოფილების უზრუნველსაყოფად. კურსდამთავრებულები შეძლებენ განახორციელონ დასუფთავების მომსახურება ქართული და საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ელემენტების შესაბამისად.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.თბილისი, წერონისის 208; ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #28; ქ.თბილისი, გ.ქუთათელაძის 1, გასასვლელი N10; ქ.საჩხერე, ივანე გომართელის 50ა 52
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593303211