ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
საფეხმავლო გამყოლი
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01194
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
7 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება - პროფესიული (საბაზო განათლების შემდგომი)
სხვა - კურსზე დაშვების ტექნიკური წინაპირობა; პროგრამის სხვა მოთხოვნები
განათლება - პროფესიული (საბაზო განათლების შემდგომი)
სხვა - კურსზე დაშვების ტექნიკური წინაპირობა; პროგრამის სხვა მოთხოვნები
განხორციელების ადგილი:
ლაშიჭალა, ჯვრის უღელტეხილი, მოაში, ძუღურის ტბა, ქულბაქი, ასხის მასივი, ლებარდე.
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა გათვალისწინებულია საფეხმავლო ტურების პრაქტიკოსი გამყოლებისთვის, გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის კლიმატური პირობებში. ის ითვალისწინებს კადრების გადამზადებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საკვანძო კომპეტენციებსა და ზაფხულის სალაშქრო უნარებში. შესაბამისად,სწავლება, როგორც შინაარსით და ასევე განხორციელებისადმი მიდგომებით მრავალფეროვანი და მრავალმხრივია. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ველურ ბუნებაში, ცივილიზაციისგან შორს: ალპურ, სუბალპურ, და ტყიან ზონებში და მოითხოვს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვას. აქტივობების დროს შეზღუდულია ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა უნდა იყოს 1/6-ზე.პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის განსახორციელებლად სკოლას/კოლეჯს ჰყავს სერტიფიცირებული საფეხმავლო, ალპური და სამთო გამყოლები, რომლებსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გავლილი აქვთ ტრეინინგები საფეხმავლო გამყოლი-ტრენერის გადამზადების კურსების ფარგლებში, ნაციონალური და/ან საერთაშორისო (IFMGA, UIMLA ) სტანდარტების შესაბამისად.მიმდინარე შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება კი ჩატარდება სწავლის ბოლოს.პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 7კვირას; 248 საათის მოცულობით. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საფეხმავლო გამყოლად საქართველოს ნებისმიერ კურორტზე, ტურისტულ კომპანიაში ან იყოს თვითდასაქმებული.
პროგრამის მიზანი
პროფესიული გადამზადების პროგრამა მიზნად ისახავს პრაქტიკოსი საფეხმავლო გამყოლის პროფესიულ გადამზადებას. პროგრამის მიზანია გადაამზადოს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საჭირო თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარის მქონე კადრი, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გაუძღვეს საფეხმავლო ტურებს.
საფეხმავლო გამყოლი არის სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერი, რომელიც კომპეტენტურია გაუძღვეს ტურისტს/ტურისტების ჯგუფს ნებისმიერი სირთულის საფეხმავლო მარშრუტებზე. მისი საქმიანობა ნებადართულია ისეთ რელიეფზე, სადაც შესაძლებელია ფეხით გადაადგილება ალპინისტური და სათხილამურო აღჭურვილობის გარეშე; ასევე, მთიან რელიეფზე, გაკვალულ, გაუკვალავ, მონიშნულ ბილიკებზე და თოვლიან ზედაპირზე, იქ, სადაც გამორიცხულია ზვავსაშიშროება.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577480225