VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. მერქნისა და მერქნული მასალებისაგან ნაკეთობების დამზადება

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი

მერქნისა და მერქნული მასალებისაგან ნაკეთობების დამზადება

სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01205
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
17 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი წინამძღვრიანთკარი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სსიპ-მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
„მერქნისა და მერქნული მასალებისაგან ნაკეთობების დამზადება“ არის მომზადების მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსურველების მომზადებას მერქნისა და მერქნული მასალებისაგან ნაკეთობების დამზადების სპეციალისტად, დროის მოკლე მონაკვეთში. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველჰყოფს მერქნისა და მერქნული მასალებისაგან ნაკეთობების დამზადების სპეციალისტისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავებას. პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარით, რაც მერქნისა და მერქნული მასალებისაგან ნაკეთობების დამზადებისთვისაა საჭირო. „მერქნისა და მერქნული მასალებისაგან ნაკეთობების დამზადების“ მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა ეყრდნობა ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (02123-პ) პროფესიულ მოდულს - მერქნისა და მერქნული მასალებისაგან ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიები (0212326). პროგრამა გათვლილია 17 სასწავლო კვირაზე (4 თვე). ყოველკვირეული სასწავლო დატვირთვა შეადგენს 12 საათს. პროგრამაზე გამოყენებულია სწავლის ისეთი მეთოდები როგორებიცაა: ინტერაქტიული ლექცია, დემონსტრირება, პრაქტიკული მეცადინეობა. მეცადინეობები ჩატარდება სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. პროგრამის კურსდამთავრებულებს გადაეცამათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს მერქნისა და მერქნული მასალებისაგან ნაკეთობების დამზადების კვალიფიციური სპეციალისტი. შესძინოს ან/და განუვითაროს საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე სათანადო კომპეტენციები, რათა შეძლოს პროფესიული საქმიანობის წარმატებულად განხორციელება, როგორიცაა, მერქნისა და მერქნული მასალების, ჩარხ-დანადგარებისა და ხელსაწყოების შერჩევა, ესკიზისა და მუშა ნახაზის შექმნა, მერქნის მექანიკური დამუშავების ოპერაციების შესრულება და ხის ნაკეთობის აწყობა/მოპირკეთება
დასაქმების სფერო
021 - ხელოვნება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090