სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
ხე-ტყის დამზადება
სფერო:
მეტყევეობა
პროგრამის კოდი:
04-01924
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფ. წინამძღვრიანთკარი
გამოცხადებულია მიღება
რეგისტრაციის პერიოდი
სწავლის დაწყების თარიღი
მისაღები მსმენელების რაოდენობა
სწავლის საფასური
ფინანსდება
მსმენლის გადასახდელი
29/05/2026 - 09/06/2026
22/06/2026
12
805
დიახ
0
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტო"
საშუალო (20-100)
სოფლის მეურნეობა
პროგრამის აღწერა
პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრისა და ეროვნულ დონეზე სექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურვილი აქვს მოკლე დროში შეიძინოს ის ცოდნა და უნარი, რაც საჭიროა ტყეში უსაფრთხოდ ხის მოჭრისთვის, მოჭრილი ხის დამუშავებისა და ტყიდან გამოზიდვისთვის.პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას, კვირაში საშუალოდ 25 საათის ოდენობით, ჯამში პროგრამის მოცულობა, პრაქტიკის გათვალისწინებით 230 საათია. პროგრამა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით. კერძოდ, სწავლის შედეგები მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში პარტნიორ ორგანიზაციასთან - სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიაზე.პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ინტერაქციული ლექციის, დემონსტრირებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით. მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება პროგრამის ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების ცოდნა-უნარები პრაქტიკული დავალება დაკვირვებით გზით. პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები და შეეძლებათ დასაქმება ტყის მართვის ორგანოებში, ხე-ტყის დამზადების და სხვა დარგობრივი მიმართულების კომპანიებში.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის „ხე-ტყის დამზადება“ მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ტყეში ხე-ტყის დამზადების სამუშაოების ორგანიზებას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით, სამუშაო იარაღებისა და აღჭურვილობის მოვლას და გამოყენებას, ხის ჭრის პროცესის მომზადებას, ხის უსაფრთხოდ მოჭრას და მოჭრილი ხის გაწმენდას, დამზადებული ხე-ტყის დახარისხებას და ჭრის ნარჩენების განთავსებას, დამზადებული ხე-ტყის გამოზიდვას და სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთას.
დასაქმების სფერო
082 - მეტყევეობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090