VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ლითონების შედუღება ინერტულ აირში (არგონში)

სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"

ლითონების შედუღება ინერტულ აირში (არგონში)

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01088
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ილია ჭავჭავაძის ქ. N8
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ისწავლიან, გაეცნონ არგონული შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებს; ისწავლონ სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად ორგანიზება გაუკეთონ სამუშაო ადგილს და მოამზადონ საშემდუღებლო მოწყობილობა, შეარჩიონ შედუღების რეჟიმები; უსაფრთხოების წესების დაცვით განახორციელონ შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადება. შეასრულოს არგონული შედუღება სხვადასხვა მასალების, სივრცული მდებარეობისა და დენის სახეობის მიხედვით; უზრუნველყოს შედუღებით შესრულებული სამუშაოს დოკუმნეტირება. გადამზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება, თუმცა ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სწავლებაზეა გაკეთებული. ლექციები ინტერაქტიულ ფორმაში ჩატარდება, ფართოდ იქნება გამოყენებული პრეზენტაციები, ვიდეო ჩვენება და სასწავლო მასალების დემონსტრირება. მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება, ტესტები, ზეპირი გაამოკითხვა, პრაქტიკული დავალებები, ქეისების (შემთხვევების) ანალიზი, მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება. მიმდინარე (განმავითარებელი შეფასება) პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება სწავლის შედეგის დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც ფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და უნარი. მიღებული ცოდნა და უნარები ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ ნებისმიერ კომპანიაში, სადაც საჭიროა არგონული შედუღების განხორციელება. ასევე შესაძლებელია თვითდასაქმება.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გადაამზადოს ელექტრორკალურ შედუღებაში პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც შეძლებენ არგონულ შედუღებას, ტექნოლოგიის თავისებურებათა დახასიათებას, სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვას, სამუშაო ადგილის ორგანიზებას, საშემდუღებლო მოწყობილობის მომზადებას და შედუღების რეჟიმების შერჩევას, არგონული შედუღებისთვის უსაფრთხოების წესების დაცვით შესადუღებელი დეტალებისა და კვანძების მომზადებას, შედუღებით შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენას.
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქ.N92 ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 555377916