VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფი/მწვრთნელი

ა(ა)იპ - კულტურის ინსტიტუტი

სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფი/მწვრთნელი

სფერო:
ხელოვნება
პროგრამის კოდი:
04-01305
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
30 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ცოტნე დადიანის 26
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროფესიული გადამზადების პროგრამა მიეკუთვნება ხელოვნების სფეროს, ქორეოგრაფიის საქმიანობის მიმართულებით. პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია შესაბამის სფეროში დასაქმებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები და გახდეს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამაზე სწავლა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, პროგრამის ხანგრძლივობა 30 კვირა, კვირაში ჩატარებული საათების რაოდენობა 20-25 საათი, სულ 689 საათი. ყოველ კვირას გათვალისწინებულია განმავითარებელი შეფასება, ხოლო ყოველი შედეგის დასასრულს განმსაზღვრელი შეფასება პირველი და მეორე შედეგის განმსაზღვრელი შეფასება - 4 სთ. (ტესტირება/თეორიული კომპონენტის შეფასება), მესამე სწავლის შედეგის განმსაზღვრელი შეფასება - 10 სთ. (2 საათი ტესტირება/თეორიული კომპონენტის შეფასება, ხოლო 8 საათი პრაქტიკული კომპონენტის შეფასება), მეოთხე სწავლის შედეგის განმსაზღვრელი შეფასება - 10 სთ. (2 საათი ტესტირება/თეორიული კომპონენტის შეფასება, ხოლო 8 საათი პრაქტიკული კომპონენტის შეფასება). პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანია სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ქორეოგრაფის და მწვრთნელის პროფესიული, საშემსრულებლო შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და ტრანსფერული უნარების განვითარება და გამოყენება საქმიანობაში; მსმენელები შეიძენენ ცოდნას შემდეგ საკითხებში, როგორიცაა სამეჯლისო-სპორტული ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია და თანამედროვე ტენდენციები, განუვითარდებათ შემდეგი პრაქტიკული უნარები, კერძოდ სამეჯლისო-სპორტული ცეკვების გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება, სხვადასხვა კუთხის, ფორმისა და სტილის სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შესრულება და სწავლება, სარეპეტიტორო უნარების დემონსტრირება.
დასაქმების სფერო
021 - ხელოვნება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 593148326