VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა

შპს მარნეულის კოლეჯი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა

სფერო:
განათლება
პროგრამის კოდი:
04-01920
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
12 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
26 მაიასის ქ. N80
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
პროგრამა განკუთვნილია ბაგა-ბაღში მომუშავე პრაქტიკოსების, ან თვითდასაქმებული პირებისათვის რომელნიც ჩართული არინ საქმიანობით განათლების სფეროში, აქვთ სრული ზოგადი განათლება და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესში მუშაობის სულ მცირე ექვსთვიანი სამუშაო გამოცდილება ან განათლების სფეროში შესაბამისი კვალიფიკაცია (აღმზრდელი, აღმზრდელ-პედაგოგი, პედაგოგი, მასწავლებელი და სხვა) . სსსმ ბავშვებთან მუშაობა ერთერთი აქტუალური პროგრამაა რეგიონში, სადაც ფუნქციონირებს და იხსნება ათეულობით ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის კვალიფიციური უნარები კი დეფიციტშია. ამ პროგრამის სწავლების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სათანადო განვითარებას, ბავშვის განვითარებაში პრობლემის დროულ იდენტიფიკაციას და საჭიროებებზე მორგებულ აღზრდა-განათლებას. მისი უნარების განვითარების სტიმულირებას და სკოლისთვის მზაობას, დაეხმარება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახებს. მსმენელთა განმავითარებელი შეფასება ჩატარდება ყოველი სწავლის შედეგის დასრულების შემდეგ, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება ჩატარდება ბოლო კვირაში განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა. სწავლის შედეგების დადასტურების შემდეგ, მსმენელს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ისეთი უნარების მქონე პრის მომზადება და ცოდნით აღჭურვა, რომელიც შეძლებს სკოლამდელ და სკოლის ასაკში სსსმ ბავშვზე ზრუნვას, მისი ადაპტაციის უზრუნველყოფას სოციუმში, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საბაზისო უნარჩვევების განვითარებას. რომელსაც შეუძლია ინკლუზიური განათლების ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება, სსსმ ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიის განსაზღვრა, ასევე ამ პროცესში ბავშვის სოციუმთან, სკოლამდელი და სკოლის აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ბავშვის მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
დასაქმების სფერო
00 - ზოგადი პროგრამები და კვალიფიკაციები (ფართო სფერო)
01 - განათლება (ფართო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
საქართველო, ქალაქი მარნეული 26 მაისის ქუჩა N80
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 599507188