სსიპ - კოლეჯი "ქართლი"
შშმ პირის, ბავშვის ასისტირება
სფერო:
სოციალური კეთილდღეობა
პროგრამის კოდი:
04-02159
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
7 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა სურამი, ახალი ბანას ქუჩა #15
გამოცხადებულია მიღება
რეგისტრაციის პერიოდი
სწავლის დაწყების თარიღი
მისაღები მსმენელების რაოდენობა
სწავლის საფასური
ფინანსდება
მსმენლის გადასახდელი
08/10/2026 - 01/11/2026
23/11/2026
15
740
დიახ
0
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
სსიპ „დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის მე-2 საჯარო სკოლა”
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანება
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
დიდი (>150)
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება
ერთად რეალური ცვლილებებისათვის
საშუალო (20-100)
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამის სასწავლო თემატიკა მოიცავს შშმ პირთა ასისტირების იმ ძირითად საკითხებს, რომელთა შესწავლის შემდეგ კურსდამთავრებულები უმოკლეს ვადებში შეძლებენ თვითდასაქმება/დასაქმებას:
1. შშმ პირის, ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პრინციპების აღწერას
2. შშმ პირის, ბავშვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მნიშვნელობისა და ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობების განხილვას
3. საგანმანათლებლო სისტემაში პერსონალური ასისტირების სერვისის განხილვას
4. ფიზიკური დარღვევის მქონე შშმ პირის, ბავშვის ასისტირებას
5. ინტელექტუალური სირთულის მქონე პირის, ბავშვის ასისტირებას
6. ქცევის რეგულაციის დარღვევის მქონე პირის, ბავშვის ასისტირებას
7. სენსორული (მხედველობის, სმენის) დარღვევის მქონე პირის, ბავშვის ასისტირებას
8. პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების იდენტიფიცირებას, დახმარების გაწევასა და გადამისამართებას.
პროგრამის ხანგრძლივობაა 7 კვირა, 102 საკონტაქტო საათი, კვირაში 12-18 საათის დატვირთულობით და მოიცავს თეორიული სწავლების, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და შეფასებების ნაწილებს.
102 საკონტაქტო საათიდან 48 საათი ეთმობა პრაქტიკის კომპონენტს პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში, ხოლო 54 საათი თეორიულ კომპონენტს კოლეჯის სასწავლო აუდიტორიაში.
პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში ერთი 15 მსმენელიანი ჯგუფი სამ მცირე ჯგუფად დაიყოფა, თითოეულ მცირე ჯგუფში 5-5 მსმენელი იქნება გათვალისწინებული.
პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა პერსონალური ასისტირებით დაინტერესებული პირები, იმისათვის რომ მათ შეძლონ მაღალი ხარისხის მხარდამჭერი მომსახურების მიწოდება შეზღუდული შესაძლებლობის (ფიზიკური, ინტელექტუალური, სენსორული, ფსიქიკური ან მრავლობითი დარღვევით) მქონე პირებისთვის, ცხოვრების ყველა ეტაპზე მათი ავტონომიურობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის და ეფექტური ჩართულობისთვის ფუნქციონირების ყველა სფეროში (როგორიცაა მობილობა, კომუნიკაცია, თვით-მოვლა, საოჯახო საქმიანობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, განათლება, დასაქმება და რეკრეაცია).
პროფესიული მომზადების პროგრამისდასრულების შემდეგ, პერსონალური ასისტირებით დაინტერესებული პირები შეიძენენ საქმიანობის ეფექტური განხორციელებისთვის საჭირო ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და დამოკიდებულებებს და შეძლებენ რეგულარული და სპეციალიზირებული ასისტირების მომსახურების უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის შინ და გარეთ, იმ გარემოში/კონტექსტში, სადაც მათ უწევთ ყოველდღიური ფუნქციონირება, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში (როგორიცაა, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება).
დასაქმების სფერო
10 - მომსახურებები (ფართო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577004114