VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. თმის შეჭრა, შეღებვა და ვარცხნილობების გაკეთება

სსიპ - კოლეჯი "აისი"

თმის შეჭრა, შეღებვა და ვარცხნილობების გაკეთება

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01036
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
13 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი ქვემო ალვანი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
თმის შეჭრა, შეღებვა და ვარცხნილობების გაკეთება - პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს. პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 13 კვირას, კვირაში - 20 საათი, სულ 260 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე, სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიასა (A გარემო) და სასწავლო სახელოსნოში (C გარემო). პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს - დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
თმის შეჭრა, შეღებვა და ვარცხნილობების გაკეთება - პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს საპარიკმახერო სფეროში დამოუკიდებლად თავის დაბანას, თმის შეჭრას, წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირებას, შეჭრილი თმისათვის საბოლოო ფორმის მიცემას, პალიტრის წაკითხვას, საღებავების კლასიფიცირებას და შესაღებად საჭირო პროდუქციის შერჩევას, სხვადასხვა საშუალებისა და ხერხების გამოყენებით თმის შეღებვას, თმის ფერის შეცვლას გაღიავების გარეშე, თმის გაღიავებას, მელირებასა და ვარცხნილობების გაკეთებას.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი კაჭრეთი
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: (0353)200493