VET

ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

ალპური მაშველი

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01240
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
35 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა გუდაური, გონდოლას ზედა სადგური
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს. ალპური კლუბი
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
ა(ა)იპ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
შპს. მთის გიდების ოფისი
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
ა(ა)იპ ნიუ ვიჟენი უნივერსიტეტი
საშუალო (20-100)
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება
პროგრამის აღწერა
თანამედროვე პროფესიული მოთხოვნებიდან და ალპური მაშველის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ალპინისტი მაშველის გადამზადება ხორციელდება ოთხივე სეზონის განმავლობაში, ექსპედიციურ შეკრებებზე მიმდინარე უწყვეტი სასწავლო პროცესის მეშვეობით. პროგრამა გათვალისწინებულია მოქმედი მოყვარული და პროფესიონალი ალპინისტებისთვის, ვისაც თავიანთი საქმიანობის ფარგლებში უწევთ სამთო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე პრაქტიკოსი მაშველებისთვის. ის ითვალისწინებს კადრების გადამზადებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილი პროგრამით. სწავლება ხორციელდება კლდოვან და ალპინისტურ მარშრუტებზე, მათ მისადგომებზე, რთულ გარემოში და მოითხოვს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვას. აქტივობების დროს ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა უნდა იყოს 1/5-ზე. სწავლება ხორციელდება C გარემოში - საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით. თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. მიმდინარე შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება კი ჩატარდება პროგრამის ბოლოს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 35 კვირას, კვირაში 40 სთ. ოდენობით, ჯამში 1392 სთ. კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კომერციულ, მოხალისეობრივ ან საჯარო სამაშველო სამსახურში, როგორც რიგით მაშველად, ისე სამაშველო სამსახურის ან გუნდის უფროსად. პოტენციური დამსაქმებლები არიან: სახელმწიფო სამაშველო სამსახური, მაღალმთიანი რეგიონების მუნიციაპლიტეტები,სათხილამურო კურორტები, ტურისტული კომპანიები, ალპური ბანაკები, ალპინიზმის ფედერაცია.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გადაამზადოს სამოყვარულო სამთო ტურიმზით, სამოყვარულო და პროფესიული ალპინიზმით დაკავებული პრაქტიკოსები კვალიფიცირებულ ალპურ მაშველებად; მიაწოდოს ტურიზმის ინდუსტრიას კვალიფიცირებული ალპური მაშველები, რომლებიც მომზადებულები არიან ტექნიკურად და მუდმივად მზად არიან მოახდინონ სწრაფი რეაგირება მთის რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად წლის სამი სეზონის განმავლობაში; პროგრამა არ მოიცავს ისეთი კომპეტენციების სწავლებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ალპურ მაშველს იმუშავოს მაშველად ზამთრის სეზონზე. სამაშველო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის დადგომისას, ალპურ მაშველებს შეეძლებათ იმოქმედონ დამოუკიდებლად და მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო სამაშველო სამსახურებთან კოორდინაციაში.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577480225