VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. მცენარეთა დაცვის სამუშაოების წარმოება

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი

მცენარეთა დაცვის სამუშაოების წარმოება

სფერო:
სოფლის მეურნეობა
პროგრამის კოდი:
04-01206
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
11 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი წინამძღვრიანთკარი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს "ქართული ლეგენდა"
საშუალო (20-100)
მრეწველობა
სსიპ "მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი"
დიდი (>150)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
„მცენარეთა დაცვის სამუშაოების წარმოება“ არის გადამზადების მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული კადრების გადამზადებას დროის მოკლე მონაკვეთში. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველჰყოფს მცენარეთა დაცვის მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას. პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარით, რაც საჭიროა მცენარეთა დაცვის სამუშაოების განსახორციელებლად. მცენარეთა დაცვის სამუშაოების წარმოების მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამა ეყრდნობა მებაღეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (08111-პ) პროფესიულ მოდულებს: დეკორატიულ მცენარეთა მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირება - 0811105; მცენარეთა დაცვა (0811112). პროგრამა გათვლილია 11 სასწავლო კვირაზე (3 თვე). ყოველკვირეული სასწავლო დატვირთვა შეადგენს 6 საათს. პროგრამაზე გამოყენებულია სწავლის ისეთი მეთოდები როგორებიცაა: ინტერაქტიული ლექცია, დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, პრაქტიკული მეცადინეობა. მეცადინეობები ჩატარდება სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, და ასევე პარტნიორ კომპანიებში (ფიზიკური პირი ნინო მნათობლიშვილი - მის. მცხეთის რაიონი სოფ. არაშენდა; ).
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გადაამზადოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე პირები ან მუშაკები (მებაღე, ლანდშაფტის მებაღე; ბაღის/სათბურის მომვლელი, გაზონის მთიბავი, სანერგე/სასათბურე მეურნეობის დამხმარე) მცენარეთა დაცვის, დეკორატიული მცენარეების მოვლის, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090