ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
ინდუსტრიული ალპინიზმი 1 საფეხური
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01175
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
1 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ალპინისტური დარბაზი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს. მთის გიდების ოფისი
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
ა(ა)იპ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA
საშუალო (20-100)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
ინდუსტრიული ალპინიზმის (1 საფეხური) პროფესიული მომზადების პროგრამა გათვალისწინებულია სასიმაღლო სამუშაოების პროფესიის შესწავლის მსურველებისთვის. სწავლება ხორციელდება C გარემოში, სპეციალურად მოწყობილ და შესაფერისი ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზში, ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველ პირობებში (2 მ. და მეტ სიმაღლეზე) და მოითხოვს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვას. სწავლებისას ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა უნდა იყოს 1/4. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება C გარემოში, ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის განსახორციელებლად სკოლას ჰყავს სერთიფიცირებული ტრენერები, რომლებსაც გავლილი აქვთ სასიმაღლო სამუშაოების გადამზადების პროგრამა საერთაშორისო (ISIA) სტანდარტების შესაბამისად. მიმდინარე შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება კი ჩატარდება სწავლის ბოლოს და შეფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული უნარები. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას, კვირაში 40 სთ. სწავლების დამთავრების შემდეგ კურსდამთვრებულს შეეძლება ვერტიკალურ თოკზე გადაადგილება, სადგურის ადგილის შერჩვა-მოწყობა, ჩასატარებელი სამუშაოს სირთულის შეფასება და დაგეგმვა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. 1 დონის სპეციალისტს უფლება აქვს შეასრულოს სასიმაღლო სამუშაოები მეორე დონის სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ; მუშაობის პროცესში სპეციალისტები ახორციელებენ ერთმანეთის მონიტორინგს და დაზღვეული არიან ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი თოკის სისტემით.
პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს სასიმაღლო სამუშაოებზე დასაქმების მსურველების პროფესიულ მომზადებას, სასიმაღლო სამუშაოებისთვის აუცილებელი პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და კონკრეტული მიმართულებით კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
ინდუსტრიული ალპინიზმის პროფესიული პროგრამის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრი რომელიც შეძლებს ვერტიკალურ თოკზე გადაადგილებას, საჭირო მანევრების განხორციელებას და ვერტიკალურ თოკზე დაკიდებული დაზარალებულის სამაშველო ოპერაციის შესრულებას.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577480225