ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
თხილამურებით სრიალის მასწავლებელი 2 საფეხური
სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01173
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
2 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დაბა გუდაური, გონდოლას ზედა სადგური
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს ემ თი ეი
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
პროგრამა გათვალისწინებულია თხილამურებით სრიალის პრაქტიკოსი გამყოლებისთვის. ის ითვალისწინებს კადრების გადამზადებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სწავლება ხორციელდება ზამთრის კურორტების სათხილამურო ტრასებზე C გარემოში ( საველე პირობებში) და მოითხოვს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვას. აქტივობების დროს შეზღუდულია ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა უნდა იყოს 1/6-ზე. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის განსახორციელებლად სკოლას ჰყავს სერთიფიცირებული ტრენერები, რომლებსაც გავლილი აქვთ თხილამურებით სრიალის მასწავლებლის გადამზადების პროგრამა ნაციონალური ან საერთაშორისო (ISIA) სტანდარტების შესაბამისად. მიმდინარე, (განმავითარებელი) შეფასება ყოველი მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) კი ჩატარდება სწავლის ბოლოს და შეფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული უნარები. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას, კვირაში 40 სთ. ოდენობით, ჯამში 80 სთ. პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საქართველოს ნებისმიერ სათხილამურო კურორტზე, სათხილამურო სკოლაში, ტურისტულ კომპანიაში. თხილამურებით სრიალის 2 საფეხურის სტატუსის მქონე მასწავლებლის საქმიანობა ნებადართულია „მწვანე“ და „ლურჯი“ კატეგორიის სათხილამურო ტრასებზე.
პროგრამის მიზანი
პროფესიული გადამზადების პროგრამა მიზნად ისახავს თხილამურებით სრიალის მასწავლებლის პროფესიულ გადამზადებას, პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და კონკრეტული მიმართულებით კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
პროგრამის მიზანია გადაამზადოს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საჭირო თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების მქონე კადრი, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად "მწვანე" და "ლურჯი" კატეგორიის სათხილამურო ტრასებზე თხილამურებით სრიალის სწავლებას თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ტურისტზე ზრუნვის, კომპორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577480225