სსიპ - კოლეჯი "აისი"
სხვადასხვა სახის ხილისაგან წვენების წარმოება
სფერო:
წარმოება და გადამუშავება
პროგრამის კოდი:
04-01216
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
11 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი კაჭრეთი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
სხვადასხვა სახის ხილისაგან წვენების წარმოება - პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 11 კვირას, სულ 260 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე, სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად აღჭურვილ A და C გარემოში. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს - დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
სხვადასხვა სახის ხილისაგან წვენების წარმოება - პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს სხვადასხვა სახის ხილის წვენის წარმოების თავისებურებათა დახასიათებას, სხვადასხვა სახის ხილის რბილობიანი წვენის მიღებას, სხვადასხვა სახის ხილის გაუმჭვირვალე წვენის მიღებას, სხვადასხვა სახის ხილის ნექტრის მიღებას, სხვადასხვა სახის ხილის კონცენტრირებული წვენის წარმოების დახასიათებას, ყურძნის კონცენტრირებული წვენის მიღებას, ხილისა და კენკრის კონცენტრირებული წვენის მიღებასა და ხილის კონცენტრირებული წვენის ჩამოსხმა-შენახვას.
დასაქმების სფერო
072 - წარმოება და გადამუშავება (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: (0353)200493