VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე, დაკიდების სისტემისა და საჭით მართვის მექანიზმების სერვისი

სსიპ - კოლეჯი "აისი"

მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე, დაკიდების სისტემისა და საჭით მართვის მექანიზმების სერვისი

სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01212
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
10 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი კაჭრეთი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე, დაკიდების სისტემისა და საჭით მართვის მექანიზმების სერვისი - პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მინიმუმ საბაზო განათლების მქონე პირს. პროფესიული მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას, სულ 245 სთ. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლება განხორციელდება მაღალი კვალიფიკაციის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. სწავლის შედეგების მიღწევა განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე, სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად აღჭურვილ სასწავლო აუდიტორიასა (A გარემო) და სასწავლო სახელოსნოში (C გარემო). პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს - დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე, დაკიდების და საჭით მართვის მექანიზმების სერვისი - პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს სამუხრუჭე, დაკიდების და საჭით მართვის სისტემების დიაგნოსტირებას, დიაგნოსტირების შედეგად გამოვლენილი უწესივრობების აღმოფხვრას, სამუხრუჭე, დაკიდების და საჭით მართვის სისტემების დიაგნოსტირების დროს გამოვლენილი უწესივრობების აღმოფხვრის შემდგომ დიაგნოსტიკას
დასაქმების სფერო
071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი კაჭრეთი
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: (0353)200493