სსიპ - კოლეჯი „მერმისი“
ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტირება და სერვისი
სფერო:
ინჟინერია და საინჟინრო საქმე
პროგრამის კოდი:
04-01025
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
დავით გურამიშვილის ჩიხი №9ა
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
შპს ,,RAM MOTORS'
საშუალო (20-100)
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა
პროგრამის აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა განკუთვნილია პირებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ დასაქმდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა სარემონტო ობიექტებზე. სწავლება ხორციელდება კოლეჯის სასწავლო თეორიულ აუდიტორიაში და კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციის შპს „RAM MOTORS”-ის ავტოსახელოსნოში მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ, პირველი 6 კვირა კოლეჯში, ხოლო მეშვიდე და მერვე კვირას კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციაში.
პროფესიული მომზადების პროგრამის მოცულობა შეადგენს 133სთ. მსმენელის შეფასებაზე გათვალისწინებულია 13სთ. (3სთ. თეორიული გამოკითხვა, 10სთ. პრაქტიკული შეფასება პროცესზე დაკვირვებით, ორივე შეფასება ტარდება კოლეჯში). მსმენელთა მომზადება განხორციელდება 8 კვირის განმავლობაში. პირველ 7 კვირაში კვირეული დატვირთვა შეადგენს 16სთ., ბოლო მე-8 კვირას კი კვირეული დატვირთვა შეადგენს 21სთ.
პროგრამის მსვლელობისას მსმენელები შეისწავლიან შიდაწვის ძრავების კლასიფიკაციას, ძრავის მექანიზმების უწესივრობის სახეებს, მათი დადგენის მეთოდებს; შეძლებენ სადიაგოსტიკო ტექნიკის გამოყენებით უწესივრობის დიაგნოსტირებას, ძრავის კვების სისტემის სარემონტო სამუშაოების შესრულებას თანმიმდევრობის დაცვით, რემონტის შემდგომ დიაგნოსტიკას.
პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელების თეორიული ცოდნის შეფასება განხორციელდება სწავლების მესამე კვირას, ხოლო პრაქტიკული უნარების შეფასება პროცესზე დაკვირვებით სწავლების ბოლო, მერვე კვირას.
შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპზე დაფუნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე) სისტემის გამოყენებას.
პროგრამის მიზანი
„ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტირება და სერვისი“ პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია სამუშაოს მაძიებელ მსმენელთა პროფესიული სწავლებით შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების/კომპეტენციების გამომუშავებით, სხვადასხვა ავტოსარემონტო საწარმოებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა.
დასაქმების სფერო
დასაქმების სფეროები არ მოიძებნა
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 0322147663