VET

ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

კანიონინგის გამყოლი

სფერო:
პერსონალური მომსახურებები
პროგრამის კოდი:
04-01177
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
7 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N17, ს. თორთლაძის სახ. N11 სპორტთამაშების კომპლექსური სპორტული სკოლა.
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაცია
ორგანიზაციის ზომა
ეკონომიკური სექტორი
საქართველოს კანიონერთა ეროვნული ფედერაცია
მცირე (<=20)
დანარჩენი დარგები
პროგრამის აღწერა
კანიონინგის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური კანიონინგის გიდის მომზადებისთვის. პროგრამა ხორციელდება C გარემოში (საველე პირობებში), ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველ პირობებში და მოითხოვს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვას. ამ მიზნით, აქტივობების დროს ექსპერტისა და მსმენელთა თანაფარდობა უნდა იყოს 1/3-ზე. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ნაწილიც ისწავლება საველე პირობებში ინსტრუქტაჟის გზით, რომელიც ასევე, შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ, ელექტრონული სწავლების ფორმით. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 7 კვირას, კვირაში 40 საათის ოდენობით, ჯამში 280 სთ. პროგრამას წარუძღვებიან სერთიფიცირებული ტრენერები - ექსპერტები, რომლებსაც საერთაშორისო ( CIC ) სტანდარტების შესაბამისად, გავლილი აქვთ კანიონინგის გიდის გადამზადების კურსი. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე (განმავითარებელი) შეფასება პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება სწავლების ბოლოს და შეფასდება მსმენელის ცოდნა-უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრებულების დასაქმებას კანიონინგის გიდად ტურისტულ კომპანიებში და ასევე, შესაძლებელია თვითდასაქმებაც.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია კანიონინგის გიდად დასაქმების მსურველების პროფესიული მომზადება, რომლებიც გაუძღვებიან ტურისტს/ტურისტების ჯგუფს ნებისმიერი სირთულის კანიონინგისთვის წინასწარ ინფრასტრუქტურულად მომზადებულ მარშრუტებზე. სწავლებისას მსმენელები დაეუფლებიან ვიზიტორებთან მუშაობის წესებს და კომუნიკაციის ფორმებს, სალაშქრო ამინდის სწორად შერჩევას და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას, სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით, კანიონში დამშვები სისტემების აწყობას, კანიონში სწორად გადაადგილებას, თოკთან მუშაობას, კრიტიკული სიტუაციების მართვას, მთის მდინარისა და დინებების გადაკვეთას, საჭირო ინვენტარის და აღჭურვილობის ტიპების აღწერას, მათ მოვლა-ექსპლუატაციას და გამოყენების წესებს. ასევე კანიონების სტრუქტურული სახეობების, მათი დონეების, წყლის, ქანების და ხეობების მიხედვით შესწავლას.
დასაქმების სფერო
101 - პერსონალური მომსახურებები (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577480225