VET
  1. მთავარი
  2. მომზადება/გადამზადება
  3. ფუტკრის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი

ფუტკრის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა

სფერო:
სოფლის მეურნეობა
პროგრამის კოდი:
04-01207
კვალიფიკაციის დონე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის სახე:
პროფესიული გადამზადება
პროგრამის ხანგრძლივობა:
8 კვირა
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
დაშვების წინაპირობა:
ასაკი -
განათლება -
სხვა -
განხორციელების ადგილი:
სოფელი წინამძღვრიანთკარი
მიღება არ არის გამოცხადებული
პარტნიორი ორგანიზაციები
პარტნიორი ორგანიზაციები არ მოიძებნა
პროგრამის აღწერა
„ფუტკრის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა“ არის გადამზადების მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კადრების გადამზადებას მეფუტკრეობის მიმართულებით, დროის მოკლე მონაკვეთში. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველჰყოფს ფუტკრის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას. პროგრამის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ყველა იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარით, რაც საჭიროა აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად. პროგრამა ეყრდნობა „მეფუტკრეობის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (09114-პ) მოდულებს: მეფუტკრეობის საფუძვლები(0911454); ფუტკრის დაავადებების მკურნალობა-პროფილაქტიკა (0911456). პროგრამა გათვლილია 8 სასწავლო კვირაზე (60 სთ). ყოველკვირეული სასწავლო დატვირთვა შეადგენს 6-10სთ-ს. პროგრამაზე გამოყენებულია შემდეგი სწავლის მეთოდები: ინტერაქტიული ლექცია, დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, პრაქტიკული მეცადინეობა. შეფასების მეთოდებია: გამოკითხვა (წერილობითი) და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით. საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, პროგრამის თეორიული კომპონენტი, რომელიც არ ტარდება C გარემოში (პრაქტიკული სწავლების სახელოსნო, საფუტკრე) განხორციელდეს დისტანციური სწავლებით (I-II სწავლის შედეგი). მეცადინეობები ჩატარდება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში (სოფ. წინამძღვრიანთკარი, წინამძღვრიშვილის N1), რომელიც სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გადაამზადოს მეფუტკრეობის სფეროში მომუშავე პირები (მეფუტკრე, საფუტკრე მეურნეობაში მომუშავეები/დამხმარეები და სხვ.) კვალიფიციურ სპეციალისტებად. განუვითაროს მათ საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე სათანადო კომპეტენციები, რათა შეძლონ პროფესიული საქმიანობის წარმატებულად განხორციელება, როგორიცაა, ფუტკრის დაავადებებისა და მავნებლების ამოცნობა, დაავადებების მართვა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება. პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, ასევე, მსმენელებს გაუუმჯობესოს ის კომპეტენციები, რომლებიც დაეხმარება დასაქმებასა და თვითდასაქმებაში.
დასაქმების სფერო
081 - სოფლის მეურნეობა (ვიწრო სფერო)
გალერეა
ფოტო ან ვიდეო მასალა არ მოიძებნა
სოფელი წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის ქუჩა N 2ა
რეგისტრაციის პროცესის კონსულტირებაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონი: 577215090